აქციის მონაწილეებმა ზუგდიდის მერიაში შეჭრა სცადეს [ვიდეო]
ზუგდიდის მერიასთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა
შენობაში შეჭრა სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის უფლება არ მისცა.
ბიზნესმენ მანანა მიქავას შესთავაზეს, რომ მერიაში შევიდეს ადვოკატის
თანხლებით, რაზეც უარი თქვა. განმარტა, რომ სურს შეხვერას დაესწროს
მედია და მათი თანდასწრებით მოხდეს სარჩელის დეტალების განხილვა.
აქციას შეუერთდა „სამეგრელოს ხმის“ დამფუძნებელი თენგიზ ჯგუშია. ამბობს, რომ მხარს უჭერს ბიზნესმენს.
მიქავას ადვოკატის ნანა ფირცხალავას ინფორმაციით, ბიზნესმენმა თავადაც შეიტანა პროკურატურაში სარჩელი მერის მოვალეობის შემსრულებლის, მაიზერ ნანავას წინააღმდეგ, რადგან მერიამაც თავის მხრივ არ შეასრულა დაკისრებული ვალდებულებები.
მანანა მიქავამ დღეს ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას საწინააღმდეგო განცხადებაც გააკეთა. მისი სიტყვებით, მაშინ როცა ქვარაია საკრებულოს თავმჯდომარე იყო, მიმართა თხოვნით მისთვის სამი წლით გადაევადებინათ ყოფილი გულუას პარკის ტერიტორიაზე სამშენებლო ვალდებულებების შესრულების ვადა, რაზეც რეაგირება არ ყოფილა.
ამ წუთებში აქციის მონაწილეები უკვე მერიაში შესვლას აღარ ითხოვენ და სურთ მერის მოვალეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავა მათთან სასაუბროდ გარეთ გამოვიდეს.
ზუგდიდელი ბიზნესმენი მანანა მიქავა საპროტესტო აქციების შეწყვეტას არ გეგმავს. უყურადღებობის შემთხვევაში კი, პროკურატურასთან საჯაროდ პირის ამოკერვით იმუქრება.
ბიზნესმენი აპროტესტებს მეერიის სარჩელს, რომლითაც სასასმართლოს მიმართა და მანანა მიქავასთვის წლების წინ შეძენილ მიწაზე სამშენებლო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 4 მილიონამდე ლარის გადახდის დაკისრებას ითხოვს.