ახალი ამბები
საჭადრაკო სკოლამ ის შენობა დატოვა, სადაც „ოცნების“ ზუგდიდის შტაბია
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის საჭადრაკო სკოლა ფუნქციონირებას ყინულის სახლში განაგრძობს. ისინი აქ მარტის შუა რიცხვებიდან გადმოვიდნენ. თუმცა საჭადრაკო სკოლის სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყებიდან ამ დრომდე, იმ შენობაში იყვნენ, რომლის მეორე სართულზეც "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბი მდებარეობს. სკოლა მესამეზე იყო განთავსებული.

რატომ შეიცვალეს დროებითი ლოკაცია, "სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრის" ჭადრაკის განვითარების განყოფილების უფროსმა არ იცის. გიორგი ბერია ამბობს, რომ გადაწყვეტილება მერიამ მიიღო. უკავშირდება თუ არა ეს ყველაფერი მერის შუალედურ არჩევნებს, პასუხი არ აქვს. შეიძლებაო გვითხრა.

"რამდენ ხანს ვიქნებით აქ, ვერ გეტყვით. შეიძლება რეკონსტრუქციის დასრულებამდე აქ დავრჩეთ, ან ისევ დავბრუნდეთ მესამე სართულზე", - განმარტა მან "ლაივპრესთან" საუბარში.

გიორგი ბერიას თქმით, მათთვის არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა, სად გამოუყოფდნენ ალტერნატიულ ფართს. მთავარია ახალ სივრცეში შესაბამისი პირობები ყოფილიყო. ამბობს, რომ ასეც მოხდა და ყინულის სახლში ფართიც აქვთ და ცენტრალური გათბობაც. მართალია, თავიდან ჰქონდათ მოლოდინი, რომ ცოტა გაუჭირდებოდათ სითბოს, უჰაერობის მხრივ, მაგრამ საპირისპირო ვითარება დახვდათ. საჭადრაკო სკოლის დირექტორის თქმით, მხოლოდ ერთ დღეს, ტექნიკური შეფერხების გამო გათბობის პრობლემა შეიქმნა, რომელიც მოკლე დროშივე აღმოიფხვრა.

გიორგი ბერია ამბობს, რომ ძველ ფართში ყოველთვიური ქირის გადახდა უწევდათ, 1 600 ლარის ოდენობით, ყინულის სახლში კი უსასყიდლოდ არიან.

"ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის განმარტებით, საჭადრაკო სკოლის გასვლა ამ შენობიდან, მერის მოახლოებულ არჩევნებს არ უკავშირდება. პრესსამსახურ პაატა ლაგვილავას თქმით, მას შემდეგ, რაც რეკონსტრუქციის შემდეგ ყინულის სახლი გაიხსნა, სკოლა იქ გადავიდა, რადგან ეს სახლი მუნიციპალიტეტის ბალანსზეა და მათ ქირისთვის თანხის გადახდა აღარ მოუწევთ.

ფართის გამოთავისუფლების შემდეგ კი შტაბმა შენობის მესამე სართულიც დაიქირავა. ამიერიდან ერთი ცენტრალიზებული შტაბი ექნებათ. ოთახების დამატებაც ამისთვის დასჭირდათ.

მეორე სართული მმართველ პარტიას აქ 2017 წლიდან აქვს დაქირავებული.

მერიაში "ლაივპრესს" ყინულის სახლში საჭადრაკო სკოლის გადასვლის იგივე მიზეზები უთხრეს. განმარტეს, რომ სკოლა აქ მანამ დარჩება, სანამ ჭადრაკის სასახლის სამუშაოები არ დასრულდება.

ჭადრაკის სასახლის სარემონტო სამუშაოები შარშან, ივლისში დაიწყო. სამუშაოები ორ ეტაპად ჩატარდება. პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია. პროექტის სრული ღირებულება 865 300,87 ლარია.

გეგმის მიხედვით, ზუგდიდს ზაფხულში განახლებული ჭადრაკის სასახლე ექნება.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.