ახალი ამბები
მარტვილის მერის მოადგილის თქმით, მის გათავისუფლებაში გუბერნატორი და მეუფე იყო ჩართული
FaceBook Twitter
E-mail Print
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ პირველი მოადგილე დავით სურმავა თანამდებობიდან გაათავისუფლა. ეს ინფორმაცია "ლაივპრესს" თავად სურმავამ დაუდასტურა. მისი თქმით, ის გუშინ დაითხოვეს. ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო.

დავით სურმავას განმარტებით, გათავისუფლება მერს სამეგრელო ზემო-სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ დაავალა. ამბობს, რომ რწმუნებულის ადმინისტრაციიდან ეუბნებოდნენ, განცხადება თავად დაეწერა სამსახურიდან წასვლის შესახებ, თუმცა ამის მიუხედავად, ეს არ გააკეთა, რადგან "ცუდი არაფერი ჩაუდენია".

"ალბათ ბევრს რომ ვმუშაობდი და ბევრ საქმეს რომ ვაკეთებდი, იმიტომ დამითხოვეს", - გვითხრა დავით სურმავამ.

მერის ყოფილი მოადგილე მისი გათავისუფლების ამბავში ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს და მაჟორიტარი დეპუტატის, ოთარ დანელიას ინტერესსაც ხედავს.

"მათი ინტერესი იყო ის, რომ მე არ უნდა ვყოფილიყავი მანდ. მეუფე პეტრეს ძალიან ბევრი ინტერესი აქვს იმის, რომ თავისი ბიზნესი იყოს გამართული. მაგაში მე ვერ გამოვადგებოდი. მე ვერ მთხოვდა ამ საქმეში დახმარებას. მეუფე პეტრესთან მქონდა კონფლიქტი მას შემდეგ, რაც გამოვააშკარავე, რომ მალავდა ბევრ ისეთ სახელმწიფო მოხელეს, რომლებმაც საქართველოს ძალიან დიდი ზიანი მოუტანეს", - გვითხრა დავით სურმავამ, თუმცა სახელი და გვარების დასახელებისგან თავი შეიკავა.

ამბობს, რომ ეს უთანხმოება 2012 წელს, მას შემდეგ დაიწყო, რაც ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნება" დააფუძნა.

რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს ოთარ დანელიას, განმარტა - მაშინაც გვერდით ვედექი არჩევნებში და მოვაგებინე არჩევნები. ალბათ არ უნდა ამ ხალხს, რომ კარგი გაუკეთო.

მარტვილის მერი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს მოადგილე სახელმწიფო რწმუნებულის დავალებით გაათავისუფლა. გვითხრა, რომ არის შესაბამისი საფუძვლები, თუმცა ამ ყველაფერზე დეტალურად არ ისაუბრა. გვითხრა, რომ მათი შიდა საქმეა. ალექსანდრე გრიგალავას განმარტებით, დავით სურმავა სხვაგან დასაქმდება და ამის შესახებ უახლოეს მომავალში გვაცნობებენ.

"ის მარტვილში "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანია. უყურადღებოდ არ დარჩება. ჩვეულებრივი პროცესია. დათხოვნა ეს ჩვენი შიდა საქმეა. ცვლილებები მოხდა, რომელიც რაღაც-რაღაცებთან არის დაკავშირებული", - აღნიშნა მერმა.

იყო თუ არა დათხოვნა სახელმწიფო რწმუნებულის დავალება, ალექსანდრე გრიგალავა ამ ინფორმაციას უარყოფს. თუმცა განმარტა - მოადგილის გათავისუფლება ისე არ ხდება, ვიღაც საქმის კურსში რომ არ იყოს. ეს სახელმწიფო სამსახურია. თუმცა განმარტა, რომ გადაწყვეტილება თავად მიიღო.

აქვს თუ არა რაიმე ინტერესი ამ ამბავთან ჭყონდიდის მიტროპოლიტის და მაჟორიტარი დეპუტატის, მერის თქმით, არ იცის ვის ვინ მოსწონს, თუმცა საქმიდან გამომდინარე ასე გაკეთდა.

ის, რომ მერმა მოადგილე ალექსანდრე მოწერელიას დავალებით გაათავისუფლა, უარყოფენ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში. აპარატის უფროსმა ლევან წულაიამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ გამორიცხულია მსგავსი რამ მოხდეს, რადგან ფუნქციები გაწერილია და ალექსანდრე მოწერელია ვერ დაავალებდა მერს მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას.

"ალექსანდრე გრიგალავას თავისი ფუნქციები აქვს. გუბერნატორს თავისი. როგორ უნდა დაავალოს გუბერნატორმა მერს გათავისუფლება? ფუნქციები კონკრეტულად არის გაწერილი. აქედან გამომდინარე, ასეთი რამ გამორიცხულია", - განმარტა მან.

მეუფე პეტრემ და ოთარ დანელიამ "ლაივპრესის" სატელეფონო ზარს არ უპასუხეს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.