სუსმა კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი პასუხისგებაში მისცა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს
თანამშრომლებმა, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის
თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, საქართველოს კარატეს ეროვნული
ფედერაციის პრეზიდენტი კახა ბასილია, ბრალდებულის სახით სისხლის
სამართლის პასუხისგებაში მისცა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წელს სტამბოლში, შოტოკანის მე-9 ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ სათანადო დაფინანსება მოითხოვა 10 მონაწილეზე, წარადგინა ყალბი დოკუმენტაცია და რეალურად გაემგზავრა 4.
როგორც სუსში აცხადებენ, ამ გზით ის კულტურისა და სპორტის სამინისტროს კუთვნილ 10 441 ლარს დაეუფლა.
აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის მას წარედგინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბრალდება, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.