გიგა მაქარაშვილი გორიდან მესტიის მიმართულებით „დამოუკიდებლობის მარშს“ იწყებს
სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი „დამოუკიდებლობის მარშს“
რამდენიმე წუთში გორიდან დაიწყებს და 26 მაისს მესტიაში დაასრულებს.
ამჯერად მისი მსვლელობა 9 აპრილს და ქვეყნის დამოუკიდებლობას
ეძღვნება.
„ეს არის ფეხით მსვლელობა საქართველოს ყველა რეგიონის 50-მდე ქალაქის და 400-მდე სოფლის გავლით, 9 აპრილიდან 26 მაისის ჩათვლით. ეს არის ერთი კაცის პროტესტი, რომელმაც შარშან, თბილისიდან ენგურამდე რამდენიმე ათასი ადამიანი გააერთიანა. სიმბოლური თარიღების გამო ამ მსვლელობას #დამოუკიდებლობისმარში დაერქვა“, - წერს აქტივისტი სოციალურ ქსელში.
ანტისაოკუპაციო მსვლელობის აქცია გიგა მაქარაშვილმა 2018 წელსაც გამართა, რომელიც სოხუმის დაცემის თარიღს მიუძღვნა. აქტივისტმა მსვლელობა 14 სექტემბერს თბილისიდან დაიწყო და 13 დღეში ენგურის ხიდზე დაასრულა.