მესტიაში ხუთი ახალი ბაღი აშენდება
მესტიის მუნიციპალიტეტში ხუთი, 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი
აშენდება.
მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული სატენდერო
დოკუმენტაციის მიხედვით, ბაღის ახალი შენობები ექნებათ ბეჩოს თემის
სოფელ მაზერის, ჭუბერის თემის სოფელ ლახამშის, მულახის თემის სოფელ
ჭოლაშის მცხოვრებლებს.
ასევე, ბაღები აშენდება ჭუბერის თემის ცენტრსა და დაბა მესტიის ყოფილი N2 საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე.
შენობა ადაპტირებული უნდა იყოს შშმ პირებზე. აქ იქნება მათ შორის საძინებელი, სათამაშო-სასადილო სივრცე, გასახდელი, დასაუთობელი და სამრეცხაო ოთახი, საშხაპე, რეკრეაცია, დამლაგებლის ოთახი სველი წერტილით და სადეზინფექციო სათავსით, დარბაზი,
სამუშაოები ერთ წელიწადში უნდა დასრულდეს.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 მილიონ 630 ათასი ლარია.