ბავშვზე ძალადობაში ბრალდებულ ბაღის აღმზრდელს უფლებამოსილება შეუჩერდა
5 წლის ბავშვზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებულ
ზედაეწერის ბაღის აღმზრდელ ინგა ვეკუას უფლებამოსილება შეუჩერდა. ის
სკოლამდელ დაწესებულებაში დღეიდან მუშაობას დროებით ვეღარ შეძლებს,
სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე. უთხრა "ლაივპრესს" სკოლამდელი
სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის" ხელმძღვანელმა ხათუნა
თოლორაიამ.
მისი თქმით, სასამართლოსგან განჩინება გუშინ, 10 აპრილს მიიღეს.
"დღეიდან დაიწერა ბრძანება და შეჩერებული აქვს. დაველოდებით საბოლოოდ სასამართლოს გადაწყვეტილებას. შეიძლება გათავისუფლდეს", - აღნიშნა ხათუნა თოლორაიამ.
სოფელ ზედაეწერის საბავშვო ბაღის მასწავლებელს, რომელსაც მშობელი ხუთი წლის შვილზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებდა, 8 აპრილს ზუგდიდის სასამართლომ აღკმკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.
ბაღის გამგემ მშობლის ბრალდება "ლაივპრესთან" საუბარში ჯერ კიდევ 30 მარტს უარყო. ფაქტიმა ხუბუას თქმით, აღმზრდელმა ბავშვს მხოლოდ წესრიგისკენ და აქტივობაში ჩართვისკენ მოუწოდა. სხვა არაფერი მომხდარა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეტყობინების საფუძველზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.