ახალი ამბები
ზუგდიდის საარჩევნო კომისიაში ჯერ არცერთი კანდიდატი დარეგისტრირებულა
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში მერობის რიგგარეშე არჩევნებისთვის ამ დროისთვის არცერთ პოლიტიკურ პარტიას კანდიდატი არ დაურეგისტრირებია. თუმცა, "ქართული ოცნების" და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატებმა წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაიწყეს. ისინი ხვდებიან მოსახლეობას და აცნობენ საარჩევნო პროგრამას.

რაც შეეხებათ დამოუკიდებელ კანდიდატებს, ამ დროისთვის, ადგილობრივი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხის თქმით, მიმდინარეობს ხელმოწერების გადამოწმების ეტაპი, რომელიც დღეს დასრულდება და ხვალისთვის მათ დაარეგისტრირებენ.

"გადასამოწმებელი დაგვრჩა თენგიზ ჯგუშიას მხარდამჭერთა სია. ორი შემოწმებულია. დღეს დასკვნები დაიდება და ხვალ დავარეგისტრირებთ კანდიდატებს. უკვე გადამოწმებულ სიებში იყო ხარვეზები. დახარვეზდა, გაბათილდა. მაგრამ მეტობით ჰქონდათ წარმოდგენილი", - უთხრა მირანდა მესხმა "ლაივპრესს".

მისი თქმით, იყო შეცდომები რეგისტრაციასთან, პირადობასთან დაკავშირებით. მაგალითად, თერთმეტნიშნას ნაცვლად, ნაკლული რაოდენობით იყო ციფრები ჩაწერილი. განმარტა, რომ ხელმოწერებთან ერთად, ყველა რეკვიზიტი უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს. მათ შორის სახელი-გვარი, დაბადების წელი, თვე, რიცხვი, იურიდიული მისამართი და სხვა მონაცემები.

პარტიებისთვის კანდიდატების დასარეგისტრირებლად ბოლო ვადა არჩევნების გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30-ე დღეა.

ზუგდიდი ახალ მერს 19 მაისს აირჩევს.

მმართველი პარტიიდან გამარჯვებისთვის გიორგი შენგელია იბრძოლებს. გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი სანდრა რულოვსია. "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" მერობის კანდიდატია გოგიტა ბიგვავა. სხვა პარტიებს ჯერ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ არ განუცხადებიათ.

რაც შეეხებათ დამოუკიდებელ კანდიდატებს, საინიციატივო ჯგუფების კანდიდატები არიან ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა, "სამეგრელოს ხმის" ხელმძღვანელი თენგიზ ჯგუშია და პროფესიით თეოლოგი დავით თორდია.

მათგან აქტიურობით ამ დროისთვის თენგიზ ჯგუშია გამოირჩევა, რომელიც ხელისუფლებას სხვადასხვა კომპონენტში აკრიტიკებს.

მერის თანამდებობა ვაკანტური გახდა მას შემდეგ, რაც 2018 წლის სექტემბერში პოსტი დატოვა "ქართული ოცნებიდან" 2017 წელს არჩეულმა ლაშა გოგიამ. 2018 წლის ნოემბერში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა გოგია დააკავეს დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით. ზუგდიდის ყოფილი მერი ბრალდებას უარყოფს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.