სასამართლოსთან, სადაც ჩხეტიას საქმეს განიხილავენ, პოლიციაა მობილიზებული [ფოტო]
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობს“ დაკავებული წევრის მანუჩარ ჩხეტიას
სასამართლო პროცესი. ის უკვე სასამართლოს შენობაში იმყოფება. ადგილზენ
არიან გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა
რულოვსი და შტაბის წარმომადგენლები. სასამართლოსთან მობილიზებულია
პოლიცია.

მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები ანა წითლიძე, გიორგი პატარაია და მანუჩარ ჩხეტია წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის 11 აპრილს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში დააკავეს.

პოლიციამ მოგვიანებით დაკავებულები ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს, გამოკითხვის შემდეგ ანა წითლიძე და გიორგი პატარაია გაათავისუფლეს, მანუჩარ ჩხეტია კი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. თავად მანუჩარ ჩხეტია ბრალს არ აღიარებს. მისი უპირობო გათავისუფლება მოითხოვა დღეს სანდრა რულოვსმა.
მანუჩარ ჩხეტიას დაკავების გადწყვეტილებას წუხელ ზუგდიდის პოლიციის სამმართველოსთან გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების უკმაყოფილებმა მოჰყვა. ცუდად გახდა მანუჩარ ჩხეტიას დედა. მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.