ახალი ამბები
ზუგდიდში ეძებენ სავარაუდოდ ცოფიან ძაღლს, რომელმაც მოქალაქე დაკბინა
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდში სავარაუდოდ ცოფიანმა ძაღლმა მოქალაქე დაკბინა. ეს ინფორმაცია მესხიას ქუჩიდან მერიის ზედამხედველობის სამსახურმა რამდენიმე დღის წინ მიიღო. სამსახურის უფროსის მოადგილე იაგო ქირიამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ ადგილზე მაშინვე გავიდა შესაბამისი ჯგუფი და გაესაუბრნენ მოსახლეობას.

მისი თქმით, ისინი ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ ძაღლს, და ამ მიმართულებით მუშაობა უკვე ორშაბათიდან განახლდება.

"კანონის შესაბამისად, დღეს შაბათია. ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, რომ საჯარო მოხელეს შაბათ-კვირას დავავალოთ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება. ჩვენ ხელმძღვანელობა მაინც ყოველთვის სამსახურში ვართ, დავდივართ და ვაკონტროლებთ. ორშაბათიდან გაგრძელდება ძებნა", - განმარტა იაგო ქირიამ.

მისი თქმით, დანამდვილებით არ იცის, მართლა უკბინა თუ არა ცხოველმა მოქალაქეს.

ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გვითხრეს, რომ მათთვის ძაღლისგან დაკბენილ მოქალაქეს არ მიუმართავს.

ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანის საკითხზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად ინდმეწარმე გია დარსალია გამოვლინდა. ხელშეკრულება გააფორმეს და ის ორშაბათიდან შეუდგენა ცხოველთა გაყვანას ქუთაისში. 

მიუსაფარი ძაღლები ზუგდიდისთვის წლებია პრობლემაა. მის გადასაჭრელად ქალაქში საპროტესტო აქციები რამდენჯერმე გაიმართა.

ზუგდიდში ძაღლთა რეგიონული თავშესაფრის მშენებლობა მიმდინარე წელს უნდა დაიწყოს. ის სავარაუდოდ ცაიში-ჭითაწყარის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ტელეკომპანია რუსთავი 2 სამეგრელო-ზემო სვანეთის კორესპონდენტმა,
ემა გოგოხიამაც დატოვა.
22:23 / 21.08.2019
ტელეკომპანია რუსთავი 2 სამეგრელო-ზემო სვანეთის კორესპონდენტმა, ემა გოგოხიამაც დატოვა.
ტელეკომპანია რუსთავი 2 ჟურნალისტების ნაწილმა დატოვა. მათ შორის
არიან
19:33 / 21.08.2019
ტელეკომპანია რუსთავი 2 ჟურნალისტების ნაწილმა დატოვა. მათ შორის არიან
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის, ოლეგ არშბას
შტაბს ცეცხლი
18:30 / 21.08.2019
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის, ოლეგ არშბას შტაბს ცეცხლი
საბჭოთა რეპრესიები
ვიდეო
თხილი ხარისხით ფასდება [ვიდეო]
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.
27 წლის თვითნასწავლი ოსტატი ურთიდან [ვიდეო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში
კოსმოსში გაფრენაზე მეოცნებე პლანეტების მოყვარული 9 წლის ბიჭი [ვიდეო]
კოსმოსი, პლანეტები, გალაქტიკა, უჩვეულო ღრუბელი
ვლაქერნობა ზუგდიდში [ვიდეო]
ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა ზუგდიდში ტრადიციულად მსვლელობით დაიწყო.
ფოტო
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მესტიელი გიდი ტურისტებს ქორულდის ტბებზე ეპატიჟება [ფოტო]
სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის „გაატარე ზაფხული
იდლიანი - სოფელი სვანეთში [ფოტო]
იდლიანი 150-კომლიანი თემია მესტიის მუნიციპალიტეტში.
გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტების ემოციები [ფოტო]
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეიდან დაიწყო.
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.