ახალი ამბები
ზუგდიდის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი სტუდენტია
FaceBook Twitter
E-mail Print
პაატა პირტახია, რომელიც ზუგდიდის მერობის კანდიდატია პარტიიდან - "თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა", მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ თამაკონის მცხოვრებია. ის მოქმედი სტუდენტია და უკრაინის ერთ-ერთი უნივერსიტეტის ფილიალში ბიზნეს ადმინისტრირებასა და მენჯმენტს დაუსწრებლად საქართველოში სწავლობს. ის 39 წლისაა. მან "ლაივპრესს" უთხრა, რომ აქვს საშუალო განათლება, თუმცა განმარტავს - არჩევნებში მონაწილეობას არ სჭირდება მაღალი დონის განათლება და უცხოეთში სწავლა. მისი სურვილია ზუგდიდი უკეთეს მუნიციპალიტეტად აქციოს.

პაატა პირტახიას თქმით, სწავლა გამარჯვების შემთხვევაში მისთვის ხელისშემშლელი გარემოება არ იქნება. ყველაფრის მიუხედავად, არჩევნებში ძალების მოსინჯვა გადაწყვიტა. ცდა ბედის მონახევრეაო, გვითხრა. აღიარებს, რომ სერიოზული კონკურენტები ჰყავს.

კანდიდატი ზუგდიდში მოსახლეობასთან შესახვედრად საკუთარი სახსრებით გადაადგილდება. ისმენს მათ საჭიროებებს. განმარტავს, რომ ბევრი რამეა შესაცვლელი. მათ შორის მოსაწესრიგებელია ინფრასტრუქტურა. ასევე, ბიუჯეტი მეტად უნდა მოერგოს ხალხის საჭიროებებს.

"არ არის საჭირო ამდენი პრემიები. ხალხს მეტი თანადგომა სჭირდება. ერთი კლანი მეორეს ებრძვის. ამან გადამაწყვეტინა არჩევნებში მონაწილეობა. უკეთესი მინდა გავხადო ზუგდიდი. პატივს ვცემ მოწინააღმდეგეებს, მაგრამ ჩემი გათვლები მაქვს", - აღნიშნა პაატა პირტახიამ.

ამბობს, თუ ვინმეს მისი დახმარება-თანამონაწილეობა დასჭირდება, თანამშრომლობისთვის მზად არის. რატომ გადაწყვიტა მარტვილის მცხოვრებმა ზუგდიდის მერად კენჭისყრა, განმარტა - რა მნიშვნელობა აქვს, ქართველები ხომ ვართ? სანდრას თუ შეუძლია, ჰოლანდიის წარმომადგენელს, უცხოელს, ქართველს არ შეუძლია? ვინც ღირსეულია, იმან მოიგოს.

პაატა პირტახიას უმუშავია საქართველოს ფოსტაში. ასევე იყო მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი და ფრაქცია "თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზის" წარმომადგენელი.

ის პირველი პარტიული კანდიდატია, რომელიც ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში დარეგისტრირდა.

არჩევნებისთვის უკვე დარეგისტრირდნენ საინიციატივო ჯგუფების მიერ წარმოდგენილი დამოუკიდებელი კანდიდატები - ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა, "სამეგრელოს ხმის" ხელმძღვანელი თენგიზ ჯგუშია და პროფესიით თეოლოგი დავით თორდია.

ზუგდიდი მერს 19 მაისს აირჩევს.

მმართველი პარტიიდან გამარჯვებისთვის გიორგი შენგელია იბრძოლებს. გაერთიანებული ოპოზიციიდან სანდრა რულოვსი. "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" მერობის კანდიდატია გოგიტა ბიგვავა. სხვა პარტიებს ჯერ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ არ განუცხადებიათ.

მერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 2018 წლის სექტემბერში პოსტი დატოვა "ქართული ოცნებიდან" 2017 წელს არჩეულმა ლაშა გოგიამ.

2018 წლის ნოემბერში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ლაშა გოგია დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა. ის ბრალდებას უარყოფს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.