ახალი ამბები
დაკავებული ბესიკ დგებუაძის ნათესავები აქციას ზუგდიდში ხვალიდან განაახლებენ
FaceBook Twitter
E-mail Print
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციასთან შამგონის მკვიდრის ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრები საპროტესტო აქციას ხვალიდან განაახლებენ. ისინი ითხოვენ 35 წლის ბესიკ დგებუაძის გათავისუფლებას, რომელიც დღეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დარბაზში, მისი საქმის განხილვისას დააკავეს.

დგებუაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 370-ე მუხლებით აქვს წაყენებული რაც სხეულის განზრახ დაზიანებას და ცრუ ჩვენების მიცემას გულისხმობს. იგივე მუხლებით აქვს ბრალი წაყენებული დაკავებულის ძმას, ჯონი დგებუაძეს, თუმცა ის არ დაუკავებიათ. მასთან მიმართებაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გირაოს შეფარდების შესახებ. თუ რის საფუძველზე, ბესიკ დგებუაძის ოჯახისთვის და ადვოკატ ბაჩუკი ყურაშვილისთვის გაურკვეველია. ამბობენ, რომ სასამართლომ ეს ვერ დაასაბუთა.

საქმე ეხება გასული წლის ნოემბერში ზუგდიდში, საჯვაროს უბანში მომხდარ დაპირისპირებას, რომლის დროსაც რამდენიმე პირმა ურთიერთშელაპარაკებისას ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს. საქმეში დაზარალებულად არის ცნობილი დაკავებული ბესიკ დგებუაძე, რომელსაც ინციდენტისას, ოჯახის მტკიცებით 4 ტყვია მოხვდა.

დაკავებულის მამის, ვლადიმერ დგებუაძის განმარტებით, მისი შვილები თხილის ბიზნესში არიან ჩართულები და კონფლიქტი ბიზნესში წილებთან დაკავშირებით მოხდა ერთ-ერთ მეწილე დავით სვანიძესთან. ამბობს, რომ კონფლიქტის ნიადაგზე ესროლეს შვილს. ვინ ესროლა არ იცის, თუმცა დარწმუნებულია, რომ მომხდარში ჩართულია დავით სვანიძე, რასაც ჩვენებისას მისი შვილებიც ადასტურებენ, თუმცა სვანიძე არ დაუკავებიათ.

ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრების ინფორმაციით, დაკავებულია ინციდენტის მონაწილე კახა ჯიქია, თუმცა არა ამ კონკრეტულ საქმეზე. ის დაკავებულია იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის.

დაკავებულის ოჯახი და ნათესავები გეგმავენ აქციების გაგრძელებას, მანამ სანამ არ გაათავისუფლებენ ბესიკ დგებუაძეს.

მისი საქმის განხილვა კი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 27 მაისს ჩაინიშნა. ადვოკატი გეგმავს დააყენოს შუამდგომლობა მისთვის აღმკვეთის ღონისძიების შეცვლაზე.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.