სამხარეო პოლიციასთან გამართულ აქციაზე ერთი პირი დააკავეს
ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციასთან ბესიკ
დგებუაძის
ოჯახმა საპროტესტო აქცია ისევ გამართა.
აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა და წვრილმანი ხულიგნობისა და დაუმორჩილებლობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
შსს სამინისტროში "ლაივპრესს" განუცხადეს, რომ აქციის მონაწილე ბრალი ედება ადმინისტრაციული კოდექსის 166 -ე, 173 -ე მუხლებით, რაც წვრილმანი ხულიგნობას და დაუმორჩილებლობას ნიშნავს.
ადვოკატის ბაჩუკი ყურაშვილის განცხადებით, ბესიკ დგებუაძის გათავისუფლების მოთხოვნით, ოჯახმა შესაძლოა საპროტესტო აქციები პერმანენტულად გამართოს.
პოლიციასთან საპროტესტო აქცია გუშინაც გაიმართა.
დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 370-ე მუხლებით აქვს წაყენებული რაც სხეულის განზრახ დაზიანებას და ცრუ ჩვენების მიცემას გულისხმობს. იგივე მუხლებით აქვს ბრალი წაყენებული დაკავებულის ძმას, ჯონი დგებუაძეს, თუმცა ის არ დაუკავებიათ. მასთან მიმართებაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გირაოს შეფარდების შესახებ. თუ რის საფუძველზე, ბესიკ დგებუაძის ოჯახისთვის და ადვოკატ ბაჩუკი ყურაშვილისთვის გაურკვეველია. ამბობენ, რომ სასამართლომ ეს ვერ დაასაბუთა.