ახალი ამბები
ზუგდიდის პოლიციის სამმართველოსთან შეკრებილები დაიშალნენ
პოლიციის სამმართველოსთან გამართული აქციის მონაწილების განცხადებით, მათ პოლიციის ხელმძღვანელობისგან მიიღეს დაპირება, რომ დღეს საპროტესტო აქციაზე დაკავებულ ბაჩანა ჭანტურიას გაათავისუფლებენ.

„აქციაზე დააკავეს უდანაშაულო ბავშვი, მივდივართ იმ პირობით, რომ დაკავებულს გაათავისუფლებენ, თუ არა და მოვდივართ მთელი სოფელი, დავრჩებით მთელი ღამის განმავლობაში“, - განაცხადა დაკავებულის ახლობელმა სვეტა დგებუაძემ.

ბაჩანა ჭანტურია სამხარეო პოლიციის შენობასთან ბესიკ დგებუაძის ოჯახის მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე დააკავეს. მას წვრილმანი ხულიგნობის და სამართალდამცეველებისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდება აქვს წაყენებული.