ახალი ამბები
სამხარეო პოლიციასთან დაკავებული გაათავისუფლეს
ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციასთან  გამართულ აქციაზე დაკავებული ბაჩანა ჭანტურია გაათავისუფლეს.

ბაჩანა ჭანტურია წვრილმანი ხულიგნობის და სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს. ეს მაშინ მოხდა, როცა ბესიკ დგებუაძის გათავისუფლების მოთხოვნით, მისმა ახლობლებმა სამხარეო პოლიციასთან გზის გადაკეტვა სცადეს.

მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა ზუგდიდის პოლიციის სამმართველოსთან გადაინაცვლეს, თუმცა მას შემდეგ რაც პოლიციისგან მიიღეს დაპირება ბაჩანა ჭანტურიას გათავისუფლების შესახებ, დაიშალნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „ლაივპრესს“ უთხრეს, რომ ბაჩანა ჭანტურია ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.