ახალი ამბები
ზუგდიდის მცხოვრებმა 60 კილოიანი ლოქო დაიჭირა [ვიდეო]
ზუგდიდის მცხოვრებმა სერგო ყურაშვილმა მდინარე ტეხურაზე, სენაკის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ტერიტორიაზე დიდი ზომის ლოქო დაიჭირა. ის დაახლოებით 60 კილოგრამს იწონის. მისმა შვილმა, ზუგდიდის საკრებულოს წევრმა მამუკა ყურაშვილმა "ლაივპრესს" უთხრა, რომ ლოქო ანკესის გამოყენებით დაიჭირეს.

"ტელეფონით დამირეკა. დავიჭირეო და მივედი. მე მამაჩემისგან 200 მეტრის მოშორებით ვთევზაობდი. ადრეც დამიჭერია თოთხმეტკილოიანია და 30 კილოიანი თევზი, მაგრამ ეს ყველაზე დიდია. ბადით არ დავდივართ. მარტო ანკესით", - აღნიშნა მამუკა ყურაშვილმა.

მისი თქმით, ლოქოს სიგრძე მეტრი და 80 სანტიმეტრია. განმარტავს, რომ აქვს შესაბამისი ანკესები, რომლითაც 100 კილოგრამი წონის თევზის დაჭერაც შეუძლიათ.

მამუკა ყურაშვილმა გვითხრა ისიც, რომ ხშირად თევზაობენ. ამ ტერიტორიაზე, განმარტავს, რომ დიდი თევზები ბინადრობენ.

გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურში "ლაივპრესს" უთხრეს, რომ მთელი წლის განმავლობაში სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერა ანკესით დაშვებულია.