ახალი ამბები
ზუგდიდმა მუნიციპალიტეტებს შორის ეკლესიისთვის ყველაზე მეტი თანხა გამოყო
FaceBook Twitter
E-mail Print
სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებმა 2017 წლის იანვრიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით, რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსებისთვის ჯამში მილიონ 434 627 ლარი დახარჯეს. ორგანიზაციის ინფორმაციით, ყველაზე მეტი თანხა საანგარიშო პერიოდში - 500 ათასი ლარი ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა გამოყო. მან ეკლესიების და საკვირაო სკოლების მშენებლობა დააფინანსა. ასევე, დროის იგივე მონაკვეთში 50 000 ლარი განისაზღვრა ვლაქერნობისთვის "საპატიო სტუმრებისათვის ტრაპეზის მოსაწყობად".

მეორე ადგილას მესტიის მუნიციპალიტეტია. მათ 439 958 ლარი გამოყვეს ცალკეული ეკლესიების და მონასტრების, მათ შორის მესტიისა და ზემო სვანეთის საეპისკოპოსო რეზიდენციის მშენებლობისთვის.

რაც შეეხება ფოთის მერიას, აქ ჯამში 237 537 ლარი დაიხარჯა. თანხიდან 94 ათას 719 ლარი ფოთის საკათედრო ტაძრის ელექტროენერგიის ხარჯებს მოხმარდა, 142 818 კი ამავე ტაძრის სარემონტო სამუშაობს.

აბაშის მუნიციპალიტეტმა 50 000 ლარით დააფინანსა საკვირაო-სამრევლო სკოლის სარეკონსტრუქციო სამუშაოები.

ხობის მუნიციპალიტეტმა 13 631 ლარი დახარჯა ხობის დედათა მონასტრის ელექტროენერგიის გადასახადის დასაფარად.

კვლევის ავტორებს მარტვილის მუნიციპალიტეტმა არ მიაწოდა დაზუსტებული ინფორმაცია, თუ რა კონკრეტული ღონისძიებები გაიმართა გამოყოფილი 77 500 ლარით.

ერთადერთი მუნიციპალიტეტი, რომელმაც თანადაფინანსებისთვის თანხა არ გასცა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტია.

ორგანიზაციის თქმით, 2014-2016 წლებში მუნიციპალიტეტების მიერ გაცემული თანხის ჯამური ოდენობა 1 267 604,3 ლარი იყო. ეს სახსრებიც მხოლოდ მართლმადიდებლურ ეკლესიას მოხმარდა.

"თუ 2017 წელს მუნიციპალიტეტების მიერ გაწეულმა ფინანსურმა დახმარებამ 466 862 ლარი შეადგინა, 2018 წელს გაცემული თანხის ოდენობა თითქმის გაორმაგდა და ჯამში მუნიციპალიტეტების მიერ ეკლესიისათვის 804 464 ლარი გაიცა", - აცხადებს "საერთაშორისო - გამჭვირვალობა საქართველო".

კვლევის ავტორთა განმარტებით, ამავე პერიოდში სამეგრელო-ზემო სვანეთში ეკლესიას სახელმწიფოსგან ორი უძრავი ქონება გადაეცა: ჩხოროწყუში, სოფელი ხაბუმეში მდებარე 1886 კვ.მ. არასასოფლო‐სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და ქალაქ სენაკში, სამხედრო დასახლებაში მდებარე 2663 კვ.მ. არასასოფლო‐სამეურნეო დანიშნულების მიწა, მასზე განთავსებული შენობა‐ნაგებობით. ოფიციალური დოკუმენტებით, გაურკვეველია ამ ქონების გადაცემის საფუძველი და მიზანი.

ორგანიზაციის განმარტებით, იგივე საანგარიშო პერიოდში სენაკის მუნიციპალიტეტმა სოფელ ლეძაძამესა და ეკში მდებარე ორი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა გადასცა სახელმწიფოს, შემდგომში საპატრიარქოსთვის გადასაცემად. ამ ტერიტორიაზე იყო კულტრული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ეკლესია და მონასტერი. თუმცა, "გამჭვირვალობის" ინფორმაციით, ეს ქონებები სახელმწიფოს ეკლესიისთვის დღემდე არ გადაუცია.

კვლევის თანახმად, ჯამში მილიონ 198 ათას 776 ლარი მუნიციპალიტეტებმა მშენებლობა-რეკონსტრუქციისთვის დახარჯეს. 50 ათასი - ტრაპეზისთვის. ელექტროენერგიის ხარჯისთვის 108 ათას 351 ლარი. ფინანსური მხარდაჭერის გრაფაში კი 77 ათას 500 ლარია მითითებული.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საქართველოს პარლამენტს ახალი თავმჯდომარე ჰყავს.
14:31 / 25.06.2019
საქართველოს პარლამენტს ახალი თავმჯდომარე ჰყავს.
ზუგდიდში, მარჯვენა სანაპიროს ქუჩაზე, მდინარე ჩხოუშის
13:12 / 25.06.2019
ზუგდიდში, მარჯვენა სანაპიროს ქუჩაზე, მდინარე ჩხოუშის
სოხუმში, ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის ცენტრიდან 34 წლის პატიმარი
გაიქცა.
12:33 / 25.06.2019
სოხუმში, ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის ცენტრიდან 34 წლის პატიმარი გაიქცა.
ვიდეო
მეგრული ნავის ერთადერთი ოსტატი ანაკლიაში [ვიდეო]
მეგრულ ბრტყელძირიან ნავს ძველი, ტრადიციული ტექნიკით
სახლს მიღმა ბარიერია [ვიდეო]
53 წლის რუსლან საჯაიას დილა ჩვეულებრივ იწყება
ზუგდიდელების აზრი აქციის დარბევაზე - [ვიდეო]
რას ფიქრობენ ზუგდიდის მცხოვრებლები თბილისში,
 ზუგდიდში ამერიკული მოცვის პირველი მოსავალი აიღეს [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ ინგირში, ათ ჰექტარზე მოცვის
რა როლი აქვთ მამებს შვილების აღზრდაში - გამოკითხვა
საქართველოში "მამის დღე" უკვე მეოთხე წელია აღინიშნება.
ფოტო
ზუგდიდში აქციის მონაწილეებმა სოლიდარობის ნიშნად თვალი წითლად შეიღებეს [ფოტო]
ზუგდიდის ბულვარში დაწყებული აქცია "სირცხვილია", სადაც
კურორტი ავადჰარა [ფოტო]
ავადჰარა ბალნეოლოგიური კურორტია აფხაზეთში,
ფოტორეპორტაჟი თბილისის საპროტესტო აქციის დაშლის ოპერაციიდან
სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის
საქართველოს დამოუკიდებლობის 101-ე წელი [ფოტო]
ზუგდიდელები საქართველოს დამოუკიდებლობის 101-ე
ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩებში საცობებია [ფოტო]
ზუგდიდის ბულვართან ცენტარლური გზების ჩაკეტვამ ქალაქში
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.