ახალი ამბები
აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის არჩევნებისთვის მარკირება გაუქმდა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის არჩევნებისთვის კანდიდატების რეგისტრაცია დაიწყო. ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. არჩევნები 21 ივლისს გაიმართება.

ამ თარიღამდე დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა კენჭისყრის პროცედურებში - გაუქმებულია მარკირება.

როგორც „აფსნი ლაიფი“ წერს, ე.წ. დეპუტატების გადაწყვეტილებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს აეკრძალათ აგიტაციის ჩატარება და რომელიმე კანდიდატის მიმართა მხარდამჭერი აქციების მოწყობა.