ახალი ამბები
სენაკში ბანკის ტერმინალი გატეხეს და თანხა მოიპარეს
სენაკში "თიბისი ბანკის" სწრაფი გადახდის აპარატი გატეხეს და მასში არსებული თანხა მოიპარეს. შემთხვევა წუხელ ქალაქის ცენტრში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში არ აკონკრეტებენ თანხის ოდენობას. „ლაივპრესს“ შსს-ში განუცხადეს, რომ მომხარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.