ახალი ამბები
ზუგდიდელთა 16%-ს არ გადაუწყვეტია, წავა თუ არა მერის არჩევნებზე - გამოკითხვა
მოქალაქეთა 72,5%, რომელმაც "ლაივპრესის" გამოკითხვაში მიიღო მონაწილეობა, ამბობს, რომ ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. 16,3%-მა განაცხადა, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია. მხოლოდ 11,3%-მა თქვა, რომ არჩევნებზე არ მივა.

გამოკითხვა ვებ გვერდზე 15 დღე მიმდინარეობდა. ახალი გამოკითხვა - "ვის აირჩევ ზუგდიდის მერად?", შეგიძლიათ ნახოთ აქ.

ზუგდიდი ახალ მერს 19 მაისს აირჩევს.

ამ დროისთვის უკვე დარეგისტრირდა სამი დამოუკიდებელი კანდიდატი - ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა, "სამეგრელოს ხმის" ხელმძღვანელი თენგიზ ჯგუშია და პროფესიით თეოლოგი დავით თორდია. დარგისტრირდა ასევე "თავისუფლება - ზვიადის გზის" წარმომადგენელი პაატა პირტახია.

რაც შეეხებათ პარტიულ კანდიდატებს, გაერთიანებული ოპოზიციიდან მერობისთვის სანდრა რულოვსი იბრძოლებს. "ქართული ოცნებიდან" გიორგი შენგელია, "ქრისტინ-დემოკრატიული მოძრაობიდან" კი გოგიტა ბიგვავა.