ახალი ამბები
გუდაუთელმა კაცმა სოფელში ნაგავი მარტომ მოაგროვა
გუდაუთის მუნიციპალიტეტის სოფელ დურიფშის მცხოვრებმა ალიას კვარაცხელიამ სოფელი გაასუთავა. როგორც ტელესტუდია „ასარკა“ წერს, მან მარტომ მოაგროვა მთელს სოფელში საყოფაცხოვრებო ნარჩენები. ფოტოზე, რომელსაც ტელესტუდია აქვეყნებს, ჩანს სავსე ტომრებით დატვირთული სატვირთო ავტომობილი.