ახალი ამბები
ყინულის სახლში ყინული გაადნეს
ზუგდიდის ყინულის სახლში ყინული დროებით გაადნეს. როგორც „ლაივპრესს“ ზუგდიდის მერიის „სპორტის განვითარების ცენტრის“ დირექტორმა გოჩა ჩიქოვანმა განუცხადა, ტარდება აუცილებელი ტექნიკური ღონისძიებები.

მისი სიტყვებით, სპეციალური აგრეგატი დღეს გათიშეს „გლიკოლის შეშვების“ მიზნით. ჩიქოვანი ირწმუნება, რომ სამუშაოები დღეს საღამოს დასრულდება და ყინულის სახლი ხვალიდან ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს.