ახალი ამბები
მოყვარული მებაღის მწვანე სახლი სოხუმში
ღობის ნაცვლად თეთრი იასამნის ბუჩქები და მრავალწლიანი მცენარეებია. სახლის კედლები სიმწვანეშია ჩაფლული, აივნები კი ყველა სეზონზე სხვადასხვა ყვავილებით ირთვება. ზამთარში ყოჩივარდები, შემდეგ ვიოლები, ზაფხულში პეტუნიები და გერანები, შემოდგომაზე კი ქრიზანტემები ხარობს.

ეს სახლი სოხუმში მოყვარულ მებაღეს და ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტს, კონსტანტინე ტუჟბას ეკუთვნის. სახლი იმდენად გამორჩეულია, რომ გამვლელები ხშირად ჩერდებიან და ფოტოებს იღებენ, - წერს აფხაზური მედია.

ეზოში ყველაზე ძველი მცენარე ეზოში 30 წლიანი აზალიაა.

ბაღი მცენარეების გარდა, ხელნაკეთი ნივთებით არის გაფორმებული, რომელიც ძირითადად, მკვეთრი, ნათელი ფერისაა.

მებაღისთვის მცენარეების და ეზოს მოვლა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მისი აზრით, გარემო დიდ გავლენას ახდენს მომავალი თაობის პიროვნული იდენტობის ჩამოყალიბებაზე.