ყინულის სახლმა მუშაობა განაახლა
ზუგდიდის ყინულის სახლი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.
უკვე მწყობრშია ყინულის მოედანი, სადაც პროფილაქტიკური სამუშაოების
გამო, ერთი დღით ყინულის საფარი გადნა. როგორც „ლაივპრესს“ ზუგდიდის
მერიის „სპორტის განვითარების ცენტრის“ დირექტორმა გოჩა ჩიქოვანმა
განუცხადა, ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს ყინული გადნა და
შეფერხდა მუშაობა, რაც ასე არ არის.
მისი სიტყვებით, 15 აპრილს დილით გათიშეს სპეციალური აგრეგატი „გლიკოლის შეშვების“ მიზნით, საღამოს კი ჩართეს.
„ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოვიდეს და ადგილზე ნახოს, როგორ მუშაობს ყინულის მოედანი“, - თქვა გოჩა ჩიქოვანმა.