ზუგდიდში ამომრჩეველთა სიას აზუსტებენ [ვიდეო]
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის
განცხადებით, მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის ამომრჩეველთა სიების
დაზუსტების პროცესი ჯერ არ დასრულებულა. მირანდა მესხის თქმით, ამ
დროისთვის არსებული სიები გადაცემულია პოლიტიკური პარტიებისთვისაც და
მათაც შეუძლიათ რაიმე ხარვეზების დადგენისას მიმართონ კომისიას.
ამასთან, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, მის
კომპეტენციაში არ შედის დაადგინოს, დევნილები სად არიან მიწერილი.
ასე უპასუხა მირანდა მესხმა გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია-ს“ ერთ-ერთი ლიდერის ბრალდებას, რომ საარჩევნო სიები უკვე გაყალბებულია. ოპოზიციის წარმომადგენელმა ბაჩუკი ქარდავამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე მშენებარე ეკლესიის მისამართზე რამდენიმე დევნილია მიწერილი. მისივე ინფორმაციით, ამავე ქუჩაზე მდებარე მეშვიდე საარჩევნო უბანზე 50-ით მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული.
საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ უახლოეს დღეებში გაიხსნება საარჩევნო უბნები, გამოიკვრება ამომრჩეველთა ერთიანი სიები და ამ მიმართულებით მუშაობა ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.
„სიებში ცვლილებების პერიოდი არის ერთი თვე. საუბნო საარჩევნო კომისიას აქვს ერთთვიანი ვადა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ამ სიებზე მუშაობის. ბოლო ვადა 5 მაისია. ამ თარიღამდე, თუკი სადმე რაიმე ხარვეზი დაფიქსირდება, საუბნო საარჩევნო კომისია ეტაპობრივად აწვდის ოლქს. საოლქო საარჩევნო კომისია იხილავს, თუ ვინმე ამოსაღებია, ამოვიღებთ თუ ვინმე ჩასასმელია, ჩავსვამთ“, - განაცხადა მირანდა მესხმა. მისივე სიტყვებით, ბოლო 4 არჩევნებია რაც სიებში რადიკალური ცვლილებები არ ფიქსირდება.
გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ გამსახურდიას ქუჩაზე მშენებარე ეკლესიასთან ბრიფინგი დღეს ამართა.