ახალი ამბები
გაერთიანებული ოპოზიციის წევრებს სასამართლომ ჯარიმა დააკისრა
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის სასამართლომ გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები, ანა წითლიძე და გიორგი პატარაია დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში - წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობაში. მათ 2000-2000 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრათ. ეს გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი აბშილავამ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. საქმე ეხება ნარაზენში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ოპოზიციის სამი წარმომადგენელი დააკავეს.

სასამართლო სხდომაზე გამომძიებლებმა ინდირა ხვიჩავამ და მურთაზ პერტაიამ განაცხადეს, რომ ნარაზენში პოლიცია ანა წითლიძის შეტყობინების საფუძველზე მივიდა. თუმცა ოპოზიციის წარმომადგენლებმა მათ შეურაცხყოფა მიაყენეს. სამართალდამცველებმა წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს, რასაც არ დაემორჩილნენ. ამიტომ, იძულებულები გახდნენ დაეკავებინათ ის პირები, რომლებიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ.

პროცესზე განიხილეს ნარაზენის პოლიციის უფროსის, გია ყალიჩავას გამოკითხვის ოქმი, როგორც წერილობითი მტკიცებულება, სადაც ის იგივე დეტალებს აღწერს და დაკავების იგივე მიზეზზე საუბრობს, რაზეც დღეს სასამართლოში ინსპექტორ-გამომძიებლებმა ისაუბრეს.

მოსამართლემ ასევე წაიკითხა პოლიციელების - გოგა რიჟამაძის და ალიკა კვარაცხელიას ჩვენების ოქმები, სადაც ისინი ადასტურებენ, რომ ენმ -ის წევრები იქცეოდნენ აგრესიულად, განსაკუთრებით ანა წითლიძე და მასთან მყოფი ორი პირი.

"ანა წითლიძე იყო ჩვენი მანქანის წინა საფარზე და შეურაცხყოფას გვაყენებდა. ჩვენ არ ვახორციელებდით მათ თვალთვალს. ჩვენთვის არ იყო ცნობილი ნაციონალური მოძრაობის შეკრების შესახებ. როცა გვიკითხეს ვინ ვიყავით, ვუთხარით, რომ ვიყავით პოლიციელები, თუმცა ისინი განაგრძობდნენ ჩვენს შეურაცხყოფას, ლანძღვას-გინებას", - წერია ოქმში.

თავის მხრივ, საპირისპირო განაცხადეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა. ანა წითლიძის განმარტებით, პოლიციის უფროსი ირაკლი ფაცაცია არაადეკვატურად იქცეოდა, დაკავებისას კი სამართალდამცველებს მათთვის არაფერი განუმარტავთ. ფაცაციამ კი, როგორც წითლიძემ აღნიშნა, საკუთარ კაბინეტში განუცხადა მას, რომ ეს იყო შს მინისტრ გიორგი გახარიას დავალება და იძულებული გახდა შესაბამისად მოქცეულიყო.

"მე ხელი მომაწერინეს გამოკითხვის ფურცელზე. არც არავის უთქვამს ჩვენთვის, რომ დაკავებულები ვიყავით. მოვუწოდებდი პოლიციელებს, ნუ იქცეოდნენ ძველი ბიჭებივით და ამიტომ დამაკავეს", - აღნიშნა გიორგი პატარაიამ.

მისივე თქმით, არ იცოდნენ, რომ პირები, რომლებიც მათ აედევნენ, სამართალდამცველები იყვნენ, რადგან "ძველ ბიჭებად" ჩათვალეს. საბუთები კი არ წარმოუდგენიათ.

ანა წითლიძემ მოსამართლეს უჩვენა ფოტოები, სადაც მანქანაში მსხდომი სამართალდამცველების სატელეფონო მიმოწერაა ასახული. სხდომაზე ასევე უჩვენეს მედიასაშუალებებით გავრცელებული, ასევე ოპოზიციის მიერ მიწოდებული კადრები, რომელიც ნარაზენში მომხდარ ინციდენტს ასახავს.

ოპოზიციის წარმომადგენელთა ადვოკატის, მირანდა გოგოხიას განცხადებით, კადრებითაც დასტურდება, რომ დაკავებულებს პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, ისინი მხოლოდ დახმარებას ითხოვდნენ. მანვე აღნიშნა, რომ პოლიციელების ჩვენებები განსხვავებულია იმისგან, რაც ვიდეომტკიცებულებებიდან ჩანს. მისივე თქმით, ვერც სამართალდამცველებმა წარმოადგინეს იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რასაც ოქმებში წერენ.

მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები ანა წითლიძე, გიორგი პატარაია და მანუჩარ ჩხეტია წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის 11 აპრილს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში დააკავეს. პოლიციამ მოგვიანებით დაკავებულები ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს, გამოკითხვის შემდეგ ანა წითლიძე და გიორგი პატარაია გაათავისუფლეს, მანუჩარ ჩხეტია კი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

ჩხეტია სასამართლომ 12 აპრილს გაათავისუფლა, მისი საქმის სარეზოლუციო ნაწილს 19 აპრილს გამოცხადდება. 
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 122 პირი ბიოლოგიური
მასალა შეამოწმეს.
23:04 / 29.05.2020
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 122 პირი ბიოლოგიური მასალა შეამოწმეს.
ძლიერმა ქარმა ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონი დააზარალა.
20:27 / 29.05.2020
ძლიერმა ქარმა ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონი დააზარალა.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ
19:48 / 29.05.2020
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ
საქართველოში, ახალი კორონავირუსის სამკურნალოდ პლაქვენილის დროებით
არ გამოიყენებენ. ჯანდაცვის
19:14 / 29.05.2020
საქართველოში, ახალი კორონავირუსის სამკურნალოდ პლაქვენილის დროებით არ გამოიყენებენ. ჯანდაცვის
ვიდეო
მუნიციპალურმა ტრანსპორტმა ახალი წესებით მუშაობა განაახლა [ვიდეო/ფოტო]
პანდემიის გამო 2 თვის წინ გაჩერებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი ზუგდიდში დღეს ამუშავდა.
ზუგდიდში სილამაზის სალონების უმრავლესობამ მუშაობა განაახლა [ვიდეო/ფოტო]
საქართველოში დღეიდან, 18 მაისიდან განაახლეს მუშაობა სილამაზის
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი გაიხსნა [ვიდეო]
საგანგებო მდგომარეობის გამო, დაახლოებით 2 თვის წინ დაკეტილი
ალბათ არ მეწერა სიკვდილი - 97 წლის ვეტერანი ანაკლიიდან [ვიდეო]
97 წლის კარლო ლაგვილავას დილა 7 საათზე, ქათმების დაპურებით
ფოტო
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მგზავრებისგან დაცლილი ენგურის ხიდი [ფოტო]
ოკუპირებული აფხაზეთის და დანარჩენი საქართველოს
მზარეულის მაგიდა
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი მეგრული კერძი,
ესპანური სასმელი საახალწლოდ [ვიდეო]
ესპანური სანგრია, რომელიც სასიამოვნო გემოვნური თვისებებით
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.