ამერიკულმა ბენდმა ზუგდიდში კონცერტი გამართა
ამერიკელმა გიტარისტმა და კომპოზიტორმა ტონი მემელმა
და მისმა ბენდმა ზუგდიდელი მსმენელისთვის კონცერტი გამართა. მათ
შეასრულეს როგორც მისი დაწერილი სიმღერები, ასევე ცნობილი სიმღერების
განსხვავებული ვერსია.
ბენდი უკვე რამდენიმე დღეა საქართველოში იმყოფება. კონცერტები უკვე გამართეს თბილისსა და გორში. ზუგდიდის შემდეგ ბათუმს ეწვევიან. სტუმრობის და კონცერტების გამართვის მიზანი ქვეყნებს შორის მეგობრობა და ამერიკული კულტურის პოპულარიზებაა.

ტონი მემელი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მუსიკოსი. მას დაბადებიდან არ აქვს ზედა მარცხენა კიდური, მაგრამ ამას მისთვის ხელი არ შეუშლია ოცნება აესრულებინა და გიტარაზე დაკვრა ესწავლა. დღეს ის სამკაციანი ბენდის წამყვანი გიტარისტია.
ამას გარდა, ის სპიკერია და ჩართულია სხვადასხვა თერაპიულ პროგრამაში - საკუთარ მაგალითზე ასწავლის ადამიანებს, როგორ გადალახონ წინააღმდეგობები. დადის სკოლებშიც, ატარებს მასტერკლასებს და საგუნდო სიმღერის თერაპიას.

სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამა "ამერიკული მუსიკა საზღვარგარეთის" ფარგლებში, მან იმოგზაურა ბრაზილიაში, პარაგვაიში, ურუგვაიში, მალაიზიაში, ინდონეზიასა და სინგაპურში.
ამერიკულ ბენდამდე სიმღერები ადგილობრივმა ანსამბლებმა შეასრულეს. შეხვედრას ესწრებოდნენ მათ შორის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ასევე მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია.