საქართველოს ეკონომიკის ახალი მინისტრი ჰყვს
ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე გიორგი ქობულია
ნათია თურნავამ შეცვალა. ის მანამდე მის მოადგილედ მუშაობდა. ბრძანებები ერთის მხრივ გათავისუფლების და დანიშვნის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის გვერდზე გამოქვეყნდა.მედიასაშუალებებით დღის მანძილზე ვრცელდებოდა ინფორმაცია ქობულიას გადადგომის შესახებ, თუმცა ეს თავად მინისტრს არ დაუდასტურებია. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ პრემიერისთვის მიემართათ პასუხის მისაღებად.
გიორგი ქობულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად 2018 წლის ივლისში დაინიშნა.