ახალი ამბები
ზუგდიდის მერის არჩევნებისთვის სამი ქალი კანდიდატი დარეგისტრირდა
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის სულ თექვსმეტი კანდიდატია დარეგისტრირებული. მათ შორის 13 პარტიამ წარადგინა, სამი კი საინიციატივო ჯგუფმა. მათგან მერობისთვის ოთხი ქალი კანდიდატი იბრძოლებს. "ქრისტიან-კონსერვატორებიდან" ნანი ხუციძე დარეგისტრირდა. მისი საარჩევნო ნომერია 39.

რაც შეეხება ლიკა ბუკიას, ის "მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის" კანდიდატია და გამარჯვებისთვის ნომერ 21-ით იბრძოლებს. "თავისუფალი საქართველოს" კანდიდატია სოფიო კანდელაკი.

გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი კი სანდრა რულოვსი - 5.

ცალკე კანდიდატი ჰყავს ეროვნულ დემოკრატიულ პარტიას - გიორგი ჩიაშვილი. მისი საარჩევნო ნომერია - 38. თუმცა, ედპ გაერთიანებულ ოპოზიციაში - "ძალა ერთობაშია" შემავალი ერთ-ერთი პარტიაცაა პარარელურად, რომელიც მხარს სანდა რულოვსს უჭერს. პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ ცალკე კანდიდატის დარეგისტრირების გადაწყვეტილება საარჩევნო კოდექსის ხარვეზის გამო მიიღეს, იმ პროცედურული შეზღუდვების მიზეზით, რაც არსებობს. ვრცელი განმარტება მან მოუცლელობის გამო ვერ შეძლო.

პოლიტიკური პარტიის "ახალი პლატფორმა" მერობის კანდიდატია ალექსი ნონიაძე, საარჩევნო ნომრით - 27.

კანდიდატი დაარეგისტრირა პარტიამ "მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის". მამუკა გერმანიშვილის საარჩევნო ნომერია - 1.

რაც შეეხება ამ დროისთვის დარეგისტრირებული დანარჩენი კანდიდატების საარჩევნო ნომრებს:

"თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზის" კანდიდატი პაატა პირტახია - 31.

"ახალი ქრისტიან-დემოკრატების" კანდიდატი დათა გაბეჩავა - 23.

"საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობის" კანდიდატი მალხაზ ლეჟავა - 33.

გოგიტა ბიგვავა - "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" - 4.

"საქართველოს პარტიოტთა ალიანსის" მერობის კანდიდატი შავლეგ თოდუა - 8.

რაც შეეხებათ დამოკიდებელ კანდიდატებს:

თენგიზ ჯგუშია - 43.

დომენტი სიჭინავა - 42.

დავით თორდია - 44.

ზუგდიდი ახალ მერს 19 მაისს აირჩევს.

მერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 2018 წლის სექტემბერში პოსტი დატოვა "ქართული ოცნებიდან" 2017 წელს არჩეულმა ლაშა გოგიამ.

2018 წლის ნოემბერში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ლაშა გოგია დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა. ის ბრალდებას უარყოფს.