ახალი ამბები
საერთოდ რომ დაგელაპარაკე, მადლობა მითხარი - მერობის კანდიდატი
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი ქალი "ქრისტიან - კონსერვატორებიდან" ნანი ხუციძეა. ის თბილისის მცხოვრებია, თუმცა მერად კენჭისყრა იმ მიზნით გადაწყვიტა, რომ მუნიციპალიტეტი უფრო უკეთესი გახადოს. ამბობს, რაც ზუგდიდში დღეს ხდება, არ მოსწონს, მაგრამ რის შეცვლას გეგმავს, არ უსაუბრია. ის მოკლე კომენტარით შემოიფარგლა. როცა ფოტო ვთხოვეთ მასალისთვის, გვითხრა, რომ მას ჟურნალისტებთან საქმე არ აქვს, და რომ საერთოდ რომ დაგველაპარაკა, ამისთვის მადლობა უნდა ვუთხრათ:

"რაში გაინტერესებთ ვერ გავიგე. მე ჟურნალისტებთან საქმე რომ არ მაქვს, იცი? საერთოდ რომ დაგელაპარაკე, მადლობას არ მეუბნები? მეორედ აღარ დარეკო".

მისი თქმით, პარტია, რომლიდანაც კენჭს იყრის, გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი ერთ-ერთი პოლიტიკური სუბიექტია. თავად იზიარებს მათ მოსაზრებებს. მათ შორის მერობის კანდიდატ სანდრა რულოვსის შეხედულებებს და მას კარგად იცნობს. ამბობს, რომ ზუგდიდში ბევრი მეგობარიც ჰყავს.

ნანი ხუციძის თქმით, ბევრ სფეროსთან აქვს შეხება და შესაბამისად ინფორმირებულია სხვადასხვა მიმართულებით. 29 წელი ექიმ-ვეტერინარად იმუშავა, ბოლო ხუთი წელი სტატისტიკა-სოციოლოგიის მიმართულებით მუშაობს. ფიქრობს - ზუგდიდი იქნება პირველწყარო იმის, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალოს.

"ქალბატონ სანდრასაც ძალიან კარგად ვიცნობ და ვეთანხმები მას ბოლომდე. ბევრი საერთო ნაცნობი გვყავს. თუკი ვინმე იქნება, ვისაც დავინახავ საქართველოში, თეთრი იქნება თუ შავი, რომელიც ცოტა უკეთესად აზროვნებს, ყველას გვერდში დავუდგები", - აღნიშნა მან.

კითხვაზე, რა არ მოსწონს და რისი შეცვლა სურს ზუგდიდში, განმარტა - მე რა ვიცი, ტელევიზორს ჩართავ, რადიოს მოუსმენ, თუ პრესაში ჩაიხედავ, ქრთამი აიღო, ეს გააკეთეს, ის გააკეთეს. ეს მოსაწონია?

აპირებს ზუგდიდში საარჩევნო კამპანია აწარმოოს. როდიდან დაიწყებს, ჯერ არ იცის.

ზუგდიდის მერად კენჭისყრისთვის ადგილობრივ საოლქო-საარჩევნო კომისიაში სულ 16 კანდიდატია დარეგისტრირებული. მათგან 15 პარტიამ წარადგინა, სამი საინიციატივო ჯგუფმა. ამ კანდიდატებიდან ოთხი ქალია - სანდრა რულოვსი, ნანი ხუციძე, ლიკა ბუკია და სოფიო კანდელაკი.

მერის რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს გაიმართება.

მერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 2018 წლის სექტემბერში პოსტი დატოვა "ქართული ოცნებიდან" 2017 წელს არჩეულმა ლაშა გოგიამ.

2018 წლის ნოემბერში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ლაშა გოგია დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა. ის ბრალდებას უარყოფს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.