ახალი ამბები
ზუგდიდის მერობის ქალი კანდიდატის პრიორიტეტი სამუშაო ადგილების შექმნაა
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მერად კენჭს კიდევ ერთი ქალი კანდიდატი იყრის. ის "მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის" წარმომადგენელი ლიკა ბუკიაა. ამბობს, რომ სურს საკუთარი ძალები ამ კუთხით მოსინჯოს. რისი შეცვლა სურს მუნიციპალიტეტში და რა სამომავლო გეგმები აქვს, ამბობს, რომ ამ ყველაფერზე ჩამოყალიბდება. მან "ლაივპრესს" უთხრა, რომ ალბათ ერთ-ერთი მიმართულება, რაზეც იმუშავებს, სამუშაო ადგილების შექმნაა. თუ როგორ, ამაზეც შეჯერდება.

ლიკა ბუკია პროფესიით უცხო ენების სპეციალისტია.

"ამიტომ ვფიქრობ, სამუშაო ადგილების შექმნას უფრო უცხოელებთან ურთიერთობით და ტურისტებთან უფრო შევძლებდი, ჩემი სპეციალობიდან გამომდინარე. ამის მიხედვით გავყვებოდი ამ გეგმავს. ვნახოთ, ყველაფერი წინ გვაქვს. შევხედავ სიტუაციას, რა როგორ განვითარდება და ამის მიხედვით ჩამოვყალიბდები", - უთხრა კანდიდატმა "ლაივპრესს".

ლიკა ბუკიას თქმით, უმუშავია საბანკო სექტორში. ასევე თარჯიმნად.

საარჩევნო კამპანია ჯერ არ დაუწყია, თუმცა ამბობს, რომ სავარაუდოდ ამ კუთხით გააქტიურდება.

აქვს თუ არა ქალების მხრიდან სოლიდარობის იმედი, ამბობს, რომ - ვნახოთ. იქნება თუ არა დაბრკოლება საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპები, კანდიდატის თქმით, სავარაუდოდ არა.

ზუგდიდის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი ქალი "ქრისტიან-კონსერვატორებიდან" ნანი ხუციძეა.

"გაერთიანებული ოპოზიციიდან" მერობისთვის სანდრა რულოვსი იბრძოლებს. "თავისუფალი დემოკრატებიდან" - სოფიო კანდელაკი.

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის 16 კანდიდატია დარეგისტრირებული. მათგან 11 პარტიის მიერაა წარდგენილი, სამი კი საინიციატივო ჯგუფის მიერ.

რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს გაიმართება.

მერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 2018 წლის სექტემბერში პოსტი დატოვა "ქართული ოცნებიდან" 2017 წელს არჩეულმა ლაშა გოგიამ.

2018 წლის ნოემბერში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ლაშა გოგია დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა. ის ბრალდებას უარყოფს.
Print E-mail
Twitter
ვიდეო
ჰოლანდიური ნესვის სათბური ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ ცაიშში 65 წლის გენო ასათიანს ნესვი მოჰყავს.
ზუგდიდის „საარჩევნო ტურიზმის“ მადლი [ვიდეო]
არჩევნები დასრულდა და ქალაქი ნელ-ნელა უბრუნდება ჩვეულ რიტმს.
დამკვირვებელი ქალი, რომელიც არჩევნებმა პოპულარული გახადა [ვიდეო]
63 წლის ქეთევან სორდია ზუგდიდის სოფელ კახათში ცხოვრობს.
ცირკი ცხოველების გარეშე - აქცია ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდში ცირკის ცხოველების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.
არის თუ არა შრომითი უფლებები დაცული - გამოკითხვა
1 მაისი მშრომელთა საერთაშორისო დღეა.
ფოტო
ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩებში საცობებია [ფოტო]
ზუგდიდის ბულვარის მიმდებარედ გზების ჩაკეტვამ ქალაქში საცობი გამოიწვია.
ქვეითთა შეზღუდული უფლებები ზუგდიდში [ფოტო]
ქვეითთა უფლებები ზუგდიდში ხშირად ირღვევა.
პროტესტი ვენეციის კომისიის სახელით [ფოტო]
უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ
ქვეითთა წაშლილი გადასასვლელები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრში, საავტომობილო გზებზე ქვეითთა გადასასვლელები
ორიგინალური და სახალისო სააღდგომო კვერცხები [ფოტო]
წითლად შეღებილი კვერცხი აღდგომის დღესასწაულის
მზარეულის მაგიდა
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
ფარჯიანების კუბდარი [ვიდეო/ფოტო]
კუბდარი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სვანური კერძია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.