ახალი ამბები
გაერთიანებული ოპოზიცია და ქართული ოცნება ერთმანეთს ადანაშაულებენ არეულობის მოწყობაში [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის საარჩევნო შტაბში წინასაარჩევნო გარემო შეაფასეს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა შტაბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება" და პოლიცია გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს საარჩევნო კამპანიის წარმოებაში ხელს უშლის. მისი სიტყვებით, მმართველი გუნდი გრძნობს მის მოახლოებულ დასასრულს და ზუგდიდში მოქალაქეებისთვის გამოსავლის შეთავაზების ნაცვლად, ცდილობს შემოიტანოს დესტაბილიზაცია და არეულობა. ამის მუხედავად, ოპოზიციის წარმომადგენლის თქმით, სანდრა რულოვსი 19 მაისს მერის არჩევნებზე აუცილებლად გაიმარჯვებს და შტაბი ბოლომდე დაიცავს ამომრჩევლების ხმებს.

ზაალ უდუმაშვილი გამოეხმაურა სოფელ ალერტკარში ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის ფაქტს და 11 აპრილს სოფელ ნარაზენში მომხდარ ინციდენტს:

„სამართალდამცავმა ორგანოებმა ამ ფაქტზე არათუ გამოძიება არ დაიწყეს, არამედ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების წინააღმდეგ წამოიწყეს დევნა, და მურუსიძის მიერ მართულმა სასამართლომ პოლიტიკური გადაწყვეტილება გამოიტანა - პირიქით, ჩვენი, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები დააჯარიმა. ეს მოსამართლეები გახლავთ ირაკლი აბშილავა და მანუჩარ ცაცუა. საერთოდ რაზე ვსაუბრობთ, როდესაც გუშინ სოფელ გრიგოლიშში, (ახალი სახელწოდება ალერტკარი) „ოცნების“ შტაბის უფროსმა მძიმედ დაჭრა ასევე „ოცნების“ აქტივისტი. ამ უკანონობას პირადად ხელმძღვანელობს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, რომლის უშუალო მითითებებსაც ადგილზე ასრულებს მისი მოადგილე ლევან კაკავა, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდის უდიდეს ნაწილს ატარებს სწორედ ზუგდიდში. ეს მაშინ, როცა ქვეყანაში კრიმინალი დაახლოებით 60 პროცენტით არის გაზრდილი“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ბრალდებებს გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის გიორგი შენგელიას შტაბი, სადაც განმარტეს, რომ ზაალ უდუმაშვილს და ზოგადად ოპოზიციას, აქვს ზედაპირული წარმოდგენა იმაზე, რაც ზუგდიდში ხდება. შტაბის ხელმძღვანელ ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ფაქტებზე, რაც უდუმაშვილმა ჩამოთვალა, გამოძიება მიმდინარეობს და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. მანვე უარყო ინფორმაცია, თითქოს სოფელ ალერტკარში ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრაში ბრალდებული მათი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელია სოფელში. აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის მხარდამჭერია დაჭრილი ალიკა ლაგვილავა.

მისი სიტყვებით, იქნება ბევრი მცდელობა, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და საარჩევნო გარემო დაიძაბოს ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან, რაც „ქართულ ოცნებას“ არ სურს.

„ქალაქი ცხადად ხედავს, რომ ქალაქმა გამოიღვიძა და აქ ახალი შესაძლებლობები იქმნება. მომავალში ქალაქს უნდა ავარიდოთ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა, რომელიც ზუგდიდს რამდენიმე წლით უკან დახევს“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.