უმადურებში პოლიტიკური პარტიები ვიგულისხმე - საკრებულოს დეპუტატი
უმრავლესობის დეპუტატის, ზაზა პროკოპენკოს განცხადებით, მას
„უმადური“ მოქალაქეების მისამართით არ უთქვამს.
„წლის ბიუჯეტის ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობდა, როდესაც საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელი მურთაზ ბოკუჩავა აკეთებდა განმარტებებს. ერთ-ერთი განმარტება იყო, რომ 62 ათას 500 ადამიანს შეეხო ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც გაკეთდა ზუგდიდში,. ამ დროს გადავიხედე ბათუკასკენ და ვთქვი, რომ ხალხი მაინც უკმაყოფილოა და ვიგულისხმე პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ძალიან შავ ფერებში ხატავენ ყველაფერს, რაც ქალაქში კეთდება და მე არ მიგულისხმია ზუგდიდის მოსახლეობა, რომელიც ძალიან კარგად ხედავს, თუ რა კეთდება და რა არ კეთდება“, - განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა პროკოპენკომ.
ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე ბათლომე შელიას თქმით, არა მხოლოდ საკრებულოს დეპუტატი, არამედ მთელი ხელისუფლება ფიქრობს, რომ ხალხი დაუნახავია.
„ეს მარტო ზაზას პრობლემა არ არის. სამწუხაროდ მთელი ხელისუფლება ფიქრობს ასე. ნარცისიზმი სჭირთ, რომ ისინი კარგები არიან და ჩვენ ამას ვერ ვხედავთ, მხოლოდ რუსთავი 2 აშუქებს ასე. ბიძინა ივანიშვილიც ასე ფიქრობს და ავტომატურად მთელი ხელისუფლება ასე ფიქრობს, რომ მართლა კარგები არიან და ხალხია დაუნახავი. ეს მთელი „ქართული ოცნების“ პრობლემაა“, - განაცხადა ბათლომე შელიამ.
ხედავთ, რამდენი რამე კეთდება და ხალხი მაინც უმადურია, - განაცხადა ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატმა ზაზა პროკოპენკომ, მერიის 2018 წლის ბიუჯეტის ანგარიშის მოსმენისას.