სავარაუდოდ საკვებით მოწამლული 10 ბავშვი მოათავსეს ზუგდიდის საავადმყოფოში
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 10 ბავშვი სავარაუდოდ
საკვების ინტოქსიკაციით შეიყვანეს. როგორც „ლაივპრესს“ „ევექსის“
წარმომადგენელმა გიორგი ნიორაძემ განუცხადა, ბავშვებს აღენიშნებათ
დიარეა და პირღებინება. მისივე თქმით, ამ დროისთვის ბავშვების
ჯანმრთელობის მგომარეობა დამაკმაყოფილებელია. იგეგმება მათი ინფექციურ
საავადმყოფოში გადაყვანა.
გიორგი ნიორაძის ინფორმაციით, საუბარია სხვადასხვა ასაკის ბავშვებზე. მათ შორის სამი 2 წლის, ერთი 11 წლის, 6 წლის, 1 წლის, 9 წლის, ასევე 11 თვის და შვიდი თვის.
ვინ მიიყვანა ბავშვები საავადმყოფოში, პრესსამსახურში არ ამბობენ, შინაგან საქმეთა სამინისტროში კი გვითხრეს, რომ ინფორმაციას მოგვიანებით მოგვაწვდიან.