ახალი ამბები
ზუგდიდის საავადმყოფოში მოთავსებული 10 ბავშვის საქმეზე გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით დაიწყო
FaceBook Twitter
E-mail Print
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ზუგდიდის საავადმყოფოში ინტოქსიკაციით მოთავსებულ 10 ბავშვზე ტრეფიკინგის ეჭვი არსებობს. სამინისტროს განმარტებით, 2019 წლის 8 აპრილს მოსკოვი-თბილისის რეისით საქართველოში ჩამოვიდა უკრაინის მოქალაქე, რომელსაც თან ახლდა მცირეწლოვანი ბავშვები. სამინისტროს ხელთარსებული დოკუმენტაციის მიხედვით, ყველანი ამ ქალის შვილები არიან.

"აღნიშნული ქალბატონი აპირებდა საქართველოდან აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას. 10 მცირეწლოვანი ბავშვიდან 4 დაბადებულია 2017 წელს. ვინაიდან აღნიშნულმა ფაქტმა გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნული შეიცავდა ტრეფიკინგის ნიშნებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება სსკ-ის 143 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (ადამიანით ვაჭრობა - ტრეფიკინგი), რის ფარგლებშიც ტარდება აქტიური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები, რათა დადგინდეს ხომ არ აქვს ადგილი ადამიანებით ვაჭრობის ფაქტს. გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა უცხოელ პარტნიორებთან“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ექიმ მზია გერგედავას ინფორმაციით, ბავშვები საავადმყოფოში 19 აპრილს უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკმა მიიყვანა.

ის ზუგდიდში, პექტერბურგის ქუჩაზე, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. მეზობლების ინფორმაციით, სუსლიაკს ბავშვები მინდობითი აღზრდის პროგრამით ჰყავდა აყვანილი.

"ბავშვები მინდობითი აღზრდის პროგრამაში არ არიან", - უთხრა "ლაივპრესს" სოციალური მომსახურების საგენტოს სოციალურმა მუშაკმა ქეთი ხუბუტიამ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. მათი
განცხადებით,
18:41 / 19.08.2019
საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. მათი განცხადებით,
ზუგდიდის სოფელ რუხში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს
მოტოციკლეტი და სატვირთო
17:53 / 19.08.2019
ზუგდიდის სოფელ რუხში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მოტოციკლეტი და სატვირთო
სენაკში, იუსტიციის ახლადაშენებული სახლის წინ, ტროტუარზე, წყლის
გუბეში პროტესტის ნიშნად
17:06 / 19.08.2019
სენაკში, იუსტიციის ახლადაშენებული სახლის წინ, ტროტუარზე, წყლის გუბეში პროტესტის ნიშნად
საბჭოთა რეპრესიები
ვიდეო
თხილი ხარისხით ფასდება [ვიდეო]
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.
27 წლის თვითნასწავლი ოსტატი ურთიდან [ვიდეო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში
კოსმოსში გაფრენაზე მეოცნებე პლანეტების მოყვარული 9 წლის ბიჭი [ვიდეო]
კოსმოსი, პლანეტები, გალაქტიკა, უჩვეულო ღრუბელი
ვლაქერნობა ზუგდიდში [ვიდეო]
ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა ზუგდიდში ტრადიციულად მსვლელობით დაიწყო.
ფოტო
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მესტიელი გიდი ტურისტებს ქორულდის ტბებზე ეპატიჟება [ფოტო]
სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის „გაატარე ზაფხული
იდლიანი - სოფელი სვანეთში [ფოტო]
იდლიანი 150-კომლიანი თემია მესტიის მუნიციპალიტეტში.
გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტების ემოციები [ფოტო]
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეიდან დაიწყო.
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.