ახალი ამბები
მარტვილში გარდაცვლილი ბავშვის სკოლის დირექტორს გავრცელებული ვერსიის არ სჯერა
FaceBook Twitter
E-mail Print
მეცხრე კლასის მოსწავლის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი მარტვილის სკოლის დირექტორისთვის უცნობია. მამუკა თვალაძე ამბობს, რომ არ სჯერა გავრცელებული ვერსიის, თითქოს მოზარდმა თვითმკვლელობა მძიმე სოციალური მდგომარეობის მიზეზით ჩაიდინა. სკოლის დირექტორის განმარტებით, ბავშვისთვის გარდაცვალების და წინა დღეებში ცუდი განწყობა არ შეუნიშნავთ.

"გარდაცვლილი განსაკუთრებულად მზრუნველობდა უმცროს ძმაზე. ერთი ფუნთუშა ორადაც გაუყვია. მზრუნველობის კუთხით ვლაპარაკობ ამას და არა იმ კუთხით, რომ შიოდათ. მამამ სთხოვა სკოლის ბუფეტს, რომ მიეცათ პროდუქტები და თვის ბოლოს გადაიხდიდა. სხვათაშორის, კეთილსინდისიერად იხდიდა", - უთხრა მამუკა თვალაძემ "ლაივპრესს".

დირექტორი გარდაცვლილის მიმართ სკოლაში რაიმე სახის ჩაგვრას გამორიცხავს. ამბობს, რომ მოზარდს როგორც სკოლაში, ისე მეზობლებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. მამუკა თვალაძის თქმით, ბავშვი კონტაქტური და სხარტი გონების იყო. მონაწილეობდა სხვადასხვა სპორტულ აქტივობაშიც.

სკოლის დირექტორის განმარტებით, ბავშვები მამასთან იზრდებოდნენ და დედა არასდროს უნახავთ დაწესებულებაში მისული, თუმცა მონაცემთა ბაზაში ორივე მშობელი ფიქსირდება. მისივე თქმით, დედა საქართველოში არ ცხოვრობს და ის შვილებს არც ახსოვთ.

მამუკა თვალაძის ინფორმაციით, მამამ შვილი მესამე გაკვეთილიდან ასაცრელად წაიყვანა, თუმცა საავადმყოფოში არ მიუყვანია. ამბობს, რომ მშობელს შვილის დაბადების მოწმობა სახლში დარჩა და მოსატანად გაგზავნა, თავად კი მარტვილის ცენტრში ელოდებოდა. მოგვიანებით ცხედარი სახლის ეზოში სკოლიდან დაბრუნებულმა უმცროსმა ძმამ ნახა.

მოზარდის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. მათი
განცხადებით,
18:41 / 19.08.2019
საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. მათი განცხადებით,
ზუგდიდის სოფელ რუხში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს
მოტოციკლეტი და სატვირთო
17:53 / 19.08.2019
ზუგდიდის სოფელ რუხში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მოტოციკლეტი და სატვირთო
სენაკში, იუსტიციის ახლადაშენებული სახლის წინ, ტროტუარზე, წყლის
გუბეში პროტესტის ნიშნად
17:06 / 19.08.2019
სენაკში, იუსტიციის ახლადაშენებული სახლის წინ, ტროტუარზე, წყლის გუბეში პროტესტის ნიშნად
საბჭოთა რეპრესიები
ვიდეო
თხილი ხარისხით ფასდება [ვიდეო]
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.
27 წლის თვითნასწავლი ოსტატი ურთიდან [ვიდეო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში
კოსმოსში გაფრენაზე მეოცნებე პლანეტების მოყვარული 9 წლის ბიჭი [ვიდეო]
კოსმოსი, პლანეტები, გალაქტიკა, უჩვეულო ღრუბელი
ვლაქერნობა ზუგდიდში [ვიდეო]
ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა ზუგდიდში ტრადიციულად მსვლელობით დაიწყო.
ფოტო
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მესტიელი გიდი ტურისტებს ქორულდის ტბებზე ეპატიჟება [ფოტო]
სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის „გაატარე ზაფხული
იდლიანი - სოფელი სვანეთში [ფოტო]
იდლიანი 150-კომლიანი თემია მესტიის მუნიციპალიტეტში.
გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტების ემოციები [ფოტო]
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეიდან დაიწყო.
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.