ზუგდიდელმა მოჭადრაკეებმა ამერიკელი თანატოლები დაამარცხეს
"ონლაინ ტურნეს" ფარგლებში, ზუგდიდის სპორტულ
დაწესებულებათა მართვის ცენტრის საჭადრაკო სასპორტო სკოლა "ნონას"
მოსწავლეებმა მორიგი ინტერნეტშეჯიბრი გამართეს ამერიკის შეერთებული
შტატების ქალაქ სენტ-ლუისის საჭადრაკო კლუბთან. ღონისძიება ზუგდიდელი
მოჭადრაკეების გამარჯვებით, ანგარიშით 5:3 დასრულდა.
საჭადრაკო სკოლის დირექტორის, გიორგი ბერიას მიერ "ლაივპრესისთვის" მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, გუნდები 8-8 მონაწილით იყვნენ დაკომპლექტებული. მოთამაშეებს 25 წუთი ჰქონდათ, პარტიის ბოლომდე ყოველ სვლაზე 10 წამის დამატებით.
მოეწყო პირდაპირი ვიდეო ტრანსლაცია "იუტუბის" და "ფეისბუქის" გვერდების მეშვეობით. დაინტერესებულ პირებს საშუალება ჰქონდათ, ონლაინ ედევნებინათ თვალი ღონისძიებისთვის.

სენტ-ლუისის იუთუბის გვერდზე პირდაპირ ტრანსლაციას ამერიკელი კომენტატორები მაიკ კუმერი და ბენ სიმონი გაუძღვნენ.
შეჯიბრის დასრულების შემდეგ, ზუგდიდელი მოჭადრაკეები სერთიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
ადგილობრივი ახალგაზრდები ონლაინ სენტ-ლუისის საჭადრაკო კლუბის თანატოლებს შარშანაც დაუპირისპირდნენ. მაშინ ზუგდიდელი მოზარდები მინიმალური სხვაობით დამარცხდნენ. ისინი პერიოდულად მსგავს ონლაინ შეხვედრებს სხვა ქვეყნის მოჭადრაკეებთანაც მართავენ.