ახალი ამბები
მეზობლის ცემაში ბრალდებულის ოჯახი ზუგდიდის სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
FaceBook Twitter
E-mail Print
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან მეზობლის ცემაში ბრალდებული მირიან მარკელიას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა, საპროტესტო აქცია ზუგდიდის რაიონულ პროკურორ ლევან სალიასთან შეხვედრის შემდეგ შეწყვიტეს.

რაზე ისაუბრეს მათ პროკურორთან, ამის შესახებ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთეს.

მირინა მარკელიას ადვოკატის, ბაჩუკი ყურაშვილის განცხადებით, ისინი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

„სასამართლომ დღეს განიხილა საქმე არსებითად, გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. რაც შეეხება დანაშაულს, იყო მძიმე კატეგორიის დანაშაული, სანქცია 5 - დან 8 წლამდეა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შემდეგი ეტაპისთვის გავასაჩივრებთ განაჩენს და დავაყენებთ საკითხს, რომ გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება დაზარალებულს, მასთან ურთიერთობა მოგვარებულია. მან პოზიცია დააფიქსირა, რომ არ გააჩნია პრეტენზია და თანახმაა ბრალდებულს გაეწიოს შეღავათი და გაფორმდეს მასთან საპროცესო შეთანხმება“, - განაცხადა ბაჩუკი ყურაშვილმა.

მირიან მარკელიას ნათესავები მას შემდეგ, რაც ზუგდიდის სასამართლომ მეზობლის ცემაში ბრალდებულს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, საოლქო პროკურატურასთან შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეთა თქმით, ისინი არა დაკავებულის გათავისუფლებას, არამედ მარკელიასთვის შესაბამის სასჯელს ითხოვდნენ.

22 წლის, სოფელ კახათში მცხოვრებ მირიან მირკელიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით, 117-ე მუხლის მეორე ნაწილის "დ" ქვეპუნქტით და 126-ე პრიმა მულის მეექვსე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს არასრულწლოვნის თანდასწრებით და ასევე ძალადობას.

მირიან მარკელიას ოჯახის წევრებმა საპროტესტო აქცია სამხარეო პოლიციასთან რამდენჯერმე გამართეს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.