ახალი ამბები
ვიქნები მერი გამოძახებით - თენგიზ ჯგუშიამ საარჩევნო პროგრამა წარადგინა [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი თენგიზ ჯგუშია არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა, გეგმები გააცნო და მათ შეკითხვებსაც უპასუხა.

მისი განცხადებით, მუნიციპალიტეტის განვითარებას კორუფცია და ადგილობრივ თვითმმართველობაში ბიუროკრატიული მიდგომები, ნეპოტიზმი აფერხებს. ამიტომ, აუცილებლად მიიჩნევს დამკვიდრებული დამოკიდებულების შეცვლას. მერობის კანდიდატი ამბობს, რომ სწორი დაგეგმარება და მომჭირნეობაა ერთადერთი გზაა ზუგდიდის განსავითარებლად ყველა საჭირო მიმართულებით.

თენგიზ ჯგუშიას თქმით, მერიას ეფექტური მუშაობისთვის სულაც არ სჭირდება თანამშრომელთა ის რაოდენობა, რაც ჰყავს. ფიქრობს - მათი რიცხვი უნდა შემცირდეს ადმინისტრაციულ ხარჯებთან ერთად, გამოთავისუფლებული 22 მილიონამდე ლარი კი თუნდაც სოფლებზე გადანაწილდეს და პრიორიტეტული პრობლემების გადაწყვეტას მოხმარდეს. კანდიდატისვე განმარტებით, მას ნაკლებად ნახავთ კაბინეტში, არამედ იქნება მუდმივად ხალხთან ერთად, ფაქტობრივად, იქნება "მერი გამოძახებით".

"კაბინეტში ვერ მიპოვით. მე მოვალ თქვენთან. პლაკატებს კი არ გამოვფენ, როგორ გამოვიყურები და როგორ ფორმაში ვარ. გაკრული იქნება ზუგდიდში რამდენიმე სერიოზულ ადგილას თენგოს ნომერი. ფაქტიურად ვიქნები მერი გამოძახებით", - აღნიშნა მან.

ჯგუშია დეცენტრალიზაციის აუცილებლობაზეც საუბრობს. ამბობს, რომ სირცხვილია, როცა იგივე სოფლებში ქონების უმრავლესობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. მისი მუშაობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ამ ქონების გადმოცემა იქნება მუნიციპალიტეტისთვის.

არასამთავრობო ორგანიზაცია "თანაზიარის" ხელმძღვანელი ხათუნა ბეჭვაია დაინტერესდა, როგორ აპირებს ის მათ შორის საკრებულოსთან მუშაობას, განსხვავებული შეხედულებების ფონზე, და არის თუ არა მზად გარკვეულ საკითხებზე მოსალოდნელი უთანხმოების საფუძველზე, რომ მისი იმპიჩმენტის საკითხი დადგეს დღის წესრიგში.

თენგიზ ჯგუშიამ უპასუხა, რომ ნებისმიერი დამოუკიდებელი კანდიდატი ამისთვის წესით მზად უნდა იყოს. მისი განმარტებით, იქნება მოსახლეობის საჭიროებების გამხმოვანებელი და ასეთ შემთხვევაში მათი ინტერესების უარმყოფელი საკრებულო ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურად და სიცოცხლისუნარიანად.

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორმა ეკა მინჯორაიმ მიმართა მერობის კანდიდატს კითხვით, როგორ წარმოუდგენია ზუგდიდის ეკონომიკური განვითარება და რა უნდა იყოს ამ მიმართულებით საყრდენი სექტორი. ჯგუშიას თქმით, პრობლემების გადასაწყვეტად არსებობს როგორც შიდა, ასევე გარე რესურსებიც. კერძოდ, ერთის მხრივ ინვესტორებთან მუშაობა, რომლებსაც უკვე მზა ინფრასტრუქტურა უნდა დაახვედრონ ადგილზე, მეორეს მხრივ კი არაეფექტური ხარჯების გამოთავისუფლება და იგივე საოჯახო მეურნეობების ხელშეწყობა.

"ჩვენი საკუთარი შემოსავლებით, არავინ უნდა მოვატყუოთ, აქ ეკონომიკურ სასწაულს ვერ შევქმნით. ზრდისთვის არის ეფექტიანი საინვესტიციო პოლიტიკის განვითარება", - აღნიშნა მან.

შეხვედრის მონაწილე ცირა კაკუბავა დაინტერესდა, ვინ იქნებიან თენგიზ ჯგუშიას გუნდის წარმომადგენლები.

არავინ კონკრეტულად. მთელი ზუგდიდი. ეს პრეცედენტი მინდა შევქმნა, - ასე უპასუხა კითხვას მერობის კანდიდატმა. ამბობს, რომ კადრები მხოლოდ ობიექტური კონკურსის საფუძველზე შეირჩევიან, არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით.

მისივე თქმით, სამოქალაქო სექტორთან აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს, გადაწყვეტილებებს კი მოსახლეობის ჩართულობით მიიღებს.

თენგიზ ჯგუშიას თქმით, მერის ხელფასი და ის, თუ რა მანქანით უნდა გადაადგილდებოდეს გამარჯვების შემთხვევაში, საზოგადოებამ უნდა განსაზღვროს. მანვე აღნიშნა, რომ მერია-საკრებულოს ერთი ადმინისტრაცია, ერთი აპარატი და პრესსამსახური უნდა ემსახურებოდეს.

ზუგდიდი ახალ მერს 19 მაისს აირჩევს. ამ თანამდებობისთვის 16 პირი იბრძოლებს. მათ შორის 13 პარტიული, სამი კი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი.

მერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 2018 წლის სექტემბერში პოსტი დატოვა "ქართული ოცნებიდან" 2017 წელს არჩეულმა ლაშა გოგიამ.

2018 წლის ნოემბერში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ლაშა გოგია დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა. ის ბრალდებას უარყოფს.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ტელეკომპანია რუსთავი 2 სამეგრელო-ზემო სვანეთის კორესპონდენტმა,
ემა გოგოხიამაც დატოვა.
22:23 / 21.08.2019
ტელეკომპანია რუსთავი 2 სამეგრელო-ზემო სვანეთის კორესპონდენტმა, ემა გოგოხიამაც დატოვა.
ტელეკომპანია რუსთავი 2 ჟურნალისტების ნაწილმა დატოვა. მათ შორის
არიან
19:33 / 21.08.2019
ტელეკომპანია რუსთავი 2 ჟურნალისტების ნაწილმა დატოვა. მათ შორის არიან
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის, ოლეგ არშბას
შტაბს ცეცხლი
18:30 / 21.08.2019
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის, ოლეგ არშბას შტაბს ცეცხლი
საბჭოთა რეპრესიები
ვიდეო
თხილი ხარისხით ფასდება [ვიდეო]
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.
27 წლის თვითნასწავლი ოსტატი ურთიდან [ვიდეო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში
კოსმოსში გაფრენაზე მეოცნებე პლანეტების მოყვარული 9 წლის ბიჭი [ვიდეო]
კოსმოსი, პლანეტები, გალაქტიკა, უჩვეულო ღრუბელი
ვლაქერნობა ზუგდიდში [ვიდეო]
ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა ზუგდიდში ტრადიციულად მსვლელობით დაიწყო.
ფოტო
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მესტიელი გიდი ტურისტებს ქორულდის ტბებზე ეპატიჟება [ფოტო]
სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის „გაატარე ზაფხული
იდლიანი - სოფელი სვანეთში [ფოტო]
იდლიანი 150-კომლიანი თემია მესტიის მუნიციპალიტეტში.
გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტების ემოციები [ფოტო]
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეიდან დაიწყო.
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.