ახალი ამბები
ზუგდიდში ააიპ-ების საქმიანობის შემსწავლელ კომისიას რეკომენდაციებით მიმართავენ
FaceBook Twitter
E-mail Print
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" შეიმუშავა რეკომენდაციები ზუგდიდის საკრებულოში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიმართ, თუ როგორ შეიძლება მათ იხელმძღვანელონ ააიპ-ებში რეორგანიზაციის პროცესში. ორგანიზაციის თქმით, მიუხედავად გარკვეული ცვლილებებისა, ცალკეული პრობლემები დღემდე რჩება, რომელთა გადაწყვეტაც, არასამთავრობოს შეფასებით, მუნიციპალური იურიდიულ პირების ეფექტურ მუშაობას და საბიუჯეტო თანხების გონივრულ ხარჯვას უზრუნველყოფს.

კერძოდ, "გამჭვირვალობის" თქმით, გამოწვევაა დირექტორის მოადგილეების და ადმინისტრაციაში დასაქმებულთა სიმრავლე. ასევე, ფუნქციათა დუბლირების შემთხვევები იურიდიულ პირებს შორის და დასაქმების გაუმჭვირვალე პრაქტიკა.

კერძოდ:

არასამთავრობო განმარტავს, რომ "კეთილმოწყობის მართვის ცენტრის" ძირითადი ფუნქცია ტერიტორიების და შენობა-ნაგებობების კეთილმოწყობა და მოვლაა. თუმცა მიაჩნიათ, ეს მომსახურება ზუგდიდის მერიამ შემდეგი საბიუჯეტო წლიდან უნდა შეისყიდოს ტენდერის მეშვეობით, რაც უზრუნველყოფს ხარჯების ეკონომიას, მისაღები მომსახურების ხარისხის კონტროლს და ეფექტურობას.

"საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრთან" დაკავშირებით მასალის ავტორები განმარტავენ შემდეგს - ააიპ-ი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს. ცენტრიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 100 000 ლარია, მუნიციპალიტეტი კი საკუთარი შემოსავლებიდან დამატებით 170 000 ლარს ხარჯავს, რაც კანონის მოთხოვნებთან შეუსაბამობაში მოდის. "გამჭვირვალობის" თქმით, იმ პირობებში, როცა ზუგდიდის ბიუჯეტი მწირია, დელეგირებული უფლებამოსილებების განხორცილება მერიას დამატებით ფინანსურ ტვირთად არ უნდა აწვებოდეს. მეტიც, მუნიციპალიტეტმა უნდა მიმართოს სამინისტროს, რათა მან ამ უფლებამოსილების შესასრულებლად თანხა საჭირო ოდენობით გადმოსცეს.

რაც შეეხება "ზუგდიდაგროსერვისს", ორგანიზაცია ამბობს, რომ შპს-ს წარმომადგენლებმა ვერ წარმოადგინეს ინფორმაცია, თუ რა სარგებელი მოაქვს მის არსებობას მუნიციპალიტეტისთვის.

"საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ განაცხადა, რომ აღნიშნული შპს ფაქტობრივად უფუნქციოა. იმ პირობებში, როდესაც სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის კუთხით აქტიურად მუშაობს შესაბამისი სამინისტრო და მისი ტერიტორიული ორგანო - "საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრი", ასევე სოფლის მეურნეობის განვითარება არ წარმოადგენს თვითმმართველობის უშუალო უფლებამოსილებას, მუნიციპალიტეტმა უნდა დაასაბუთოს, თუ რა საჭიროა შპს-ის არსებობა, წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა მოხდეს მისი ლიკვიდაცია", - ნათქვამია მასალაში.

"ზუგდიდის მუნიციპალურ ტრანსპორტთან" დაკავშირებით "გამჭვირვალობა" ამბობს, რომ დღემდე პრობლემად რჩება მგზავრობის საფასურის ამოღების მეთოდი. ავტობუსის მძღოლი ხელზე იღებს საფასურს, დაგროვილი თანხა სამუშაო დღის ბოლოს მიაქვს შპს-ში, სადაც ფორმდება უწყისი მძღოლსა და შპს-ს შორის. თანხის 25% გასამრჯელოა, დანარჩენი კი შპს-ის შემოსავალი. ორგანიზაციის შეფასებით, არ არსებობს თანხის მობილიზების კონტროლის მექანიზმი. ამიტომ, ფიქრობენ, რომ აუცილებელია, ავტობუსებში დამონტაჟდეს გადახდის აპარატები, რაც შექმნის თანხის ბრუნვის უფრო გამჭვირვალე მექანიზმს.

არასამთავრობოსვე განცხადებით, კითხვის ნიშნები არსებობს "ზუგდიდდასუფთავების ცენტრის" მიმართაც. მათი თქმით, ააიპ-ში მომუშავე 512 თანამშრომლიდან, 98 მმართველობით რგოლშია, მათ შორის დირექტორის 3 მოადგილე. კერძოდ, დირექტორს ერთი მოადგილე ჰყავს კონტროლის და ზედამხედველობის კუთხით, რომელსაც თავის მხრივ ექვემდებარება ზედამხედველობის უფროსი და ზედამხედველობის უფროსის მოადგილე, მათ კი 7 ზედამხედველი და 32 კონტროლიორი.

"სამუშო ჯგუფში ააიპ-ის საქმიანობის განხილვისას "ზუგდიდდასუფთავების" წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს დასაბუთება, თუ რატომ დადგა კონტროლისა და ზედამხედველობის მიმართულებით ამ მასშტაბის ბიუროკრატიული აპარატის შექმნის საჭიროება.

ამასთან, აუცილებელია დამკვიდრდეს მუნიციპალურ იურიდიულ პირებში თანამშრომელთა აყვანის გამჭვირვალე პრაქტიკა - კადრების შერჩევა მხოლოდ ღია კონკურსების მეშვეობით უნდა იყოს შესაძლებელი, რადგან საჯაროობა და კონკურენცია ხელს შეუწყობს კვალიფიციური კადრების მოზიდვას და ნეპოტიზმთან დაკავშირებული რისკების შემცირებას", - აცხადებს ორგანიზაცია.

ზუგდიდის მუნიციპალურ იურიდიულ პირებში იანვარში დაწყებული რეორგანიზაციის პროცესი ამ დრომდე გრძელდება. სამუშაო ჯგუფს საბოლოო წინადადებები მერიისთვის არ გადაუგზავნია. მეტიც, ამ ჯგუფს მოქმედების ვადა უკვე მეორედ, ერთი თვით გაუხანგრძლივეს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
სოხუმში, „ბრეხალოვკაზე“ მოქალაქეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
12:38 / 21.08.2019
სოხუმში, „ბრეხალოვკაზე“ მოქალაქეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, მეთიუ ბრაიზას
განცხადებით,
12:34 / 21.08.2019
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, მეთიუ ბრაიზას განცხადებით,
ოპოზიციური პარტია
11:07 / 21.08.2019
ოპოზიციური პარტია "ამცახარას" დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატი ალხას კვიცინია და დე
მამუკა ხარაძის განცხადებით, დღეს პროკურატურის მოთხოვნით და
სასამართლოს
22:06 / 20.08.2019
მამუკა ხარაძის განცხადებით, დღეს პროკურატურის მოთხოვნით და სასამართლოს
საბჭოთა რეპრესიები
ვიდეო
თხილი ხარისხით ფასდება [ვიდეო]
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.
27 წლის თვითნასწავლი ოსტატი ურთიდან [ვიდეო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში
კოსმოსში გაფრენაზე მეოცნებე პლანეტების მოყვარული 9 წლის ბიჭი [ვიდეო]
კოსმოსი, პლანეტები, გალაქტიკა, უჩვეულო ღრუბელი
ვლაქერნობა ზუგდიდში [ვიდეო]
ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა ზუგდიდში ტრადიციულად მსვლელობით დაიწყო.
ფოტო
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მესტიელი გიდი ტურისტებს ქორულდის ტბებზე ეპატიჟება [ფოტო]
სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის „გაატარე ზაფხული
იდლიანი - სოფელი სვანეთში [ფოტო]
იდლიანი 150-კომლიანი თემია მესტიის მუნიციპალიტეტში.
გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტების ემოციები [ფოტო]
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეიდან დაიწყო.
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.