დადიანების ეზოში, გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ლექსი დაწერეს
დადიანების ეზოში, დამხმარე ნაგებობის კედელზე ოკუპაციის
წინააღმდეგ მიმართული ახალი წარწერა გაკეთდა. ზუგდიდის მცხოვრებმა,
რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს, კედელზე ოკუპირებულ გალში,
გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ლექსიდან
ამონარიდი მიაწერა და გაუკეთა წარწერა - "რუსეთი ოკუპანტია".

"დედა მშობელო, შენ მართლა გძინავს და თუ შენ გძინავს მე გაგაღვიძებ", - ეს არის ფრაზა ირაკლი კვარაცხელიას ლექსიდან.
მოქალაქემ "ლაივპრესს" უთხრა, რომ ირაკლი კვარაცხელიას ლექსი ინტერნეტში იპოვა. "არ შეეგუო ოკუპაციას" კი იმიტომ დაამატა, რომ კედელზე მანამდე გაკეთებული მინაწერი ვიღაცამ გადაშალა.
29 წლის ახალგაზდას, ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების შესახებ ცნობა 12 მარტს გავრცელდა. დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ვერსიის არ სჯერა მის ნახევარძმას. ამბობს, რომ ცხედარს წამების კვალი ეტყობა. გარდაცვლილი ოკუპირებული ტერიტორიიდან დანარჩენ საქართველოში 13 მარტს გადმოასვენეს.