ახალი ამბები
ფოთის საკრებულოს თავმჯდომარემ და დეპუტატმა ერთმანეთს აგინეს
FaceBook Twitter
E-mail Print
ფოთის საკრებულოს სხდომაზე, სადაც მერის, გოჩა კურდღელიასგან 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს ისმენდნენ, ოპოზიციის წარმომადგენლები და თავმჯდომარე ირაკლი კაკულიას ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ისმოდა ურთიერთშეურაცხმყოფელი სიტყვები "უსინდისო", "უზრდელი" და შეგინება. როგორც "ლაივპრესს" ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრმა ვახტანგ დარცმელიძემ უთხრა, ირაკლი კაკულიას გაღიზიანება გამოიწვია მის მიერ გამოთქმულმა შენიშვნებმა და კრიტიკამ, რომელიც ქალაქში დაუმთავრებელ და შეჩერებულ პროექტებს, უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებს ეხებოდა. მისი თქმით, ის საკრებულოს თითქმის ყველა სხდომაზე ახსენებს მმართველ პარტიას ფოთში მოუგვარებელ პრობლემებს, თუმცა როგორც ოპოზიციის წარმომადგენლი განმარტავს, "როგორც ჩანს ირაკლი კაკულიას დღეს მერის და მოყვანილი აქტივის წინაშე მოუნდა თავის გამოჩენა".

მანვე არ უარყო, რომ საკრებულოს თავმჯდომარეს "საკადრისი პასუხი" გასცა, რითაც კმაყოფილი არ არის. ფიქრობს, რომ საკრებულოს დღევანდელი სხდომა ცუდი იყო.

"არ დავრჩენილვარ უპასუხოდ. ეს საამაყო არ არის რა თქმა უნდა, მაგრამ ასე გამოხატა ამ ადამიანმა და პასუხიც გავეცი. ყველა ადამიანები ვართ. მისი მხრიდან ჩვეულებრივ კითხვებზე იყო ასეთი აფეთქება", - განმარტა ვახტანგ დარცმელიძემ.

მისი თქმით, მერი, გოჩა კურდღელია ინციდენტში არ ჩართულა.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა აღნიშნა, რომ მთელ რიგ პრობლემებს შორის აღსანიშნავია უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები მალთაყვის სანაპირო ზოლზე, საფეხბურთო სტადიონი, კინოთეატრი, კანალიზაციის შეჩერებული სამუშაოები. მძიმე ვითარებას, განმარტა - სახელმწიფო აუდიტის დასკვნაც მოწმობს.

ჩვენ დავუკავშირდით საკრებულოს თავმჯდომარესაც. ირაკლი კაკულიამ გვითხრა, რომ მოგვიანებით გაგვესაუბრება.

თავის მხრივ, სხდომის დასრულების შემდეგ ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამ განმარტა, რომ რა თქმა უნდა, ქალაქს აქვს ბევრი პრობლემა, მაგრამ ეს პრობლემები წყდება რაც შეიძლება მოკლე დროში, ეფექტური გამოსავლის გზით.

ანგარიშებში, რომელიც აუდიტმა მოამზადა, საუბარია ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობისას გამოვლენილ სისტემურ და კომპლექსურ ხარვეზებზე. მასალების მიხედვით, სამუშაოების ნაწილი დარღვევებით შესრულდა და სწორედ ასეთი ობიექტები ჩაიბარეს მუნიციპალიტეტებმა.

მაგალითად, აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ფოთში, მალთაყვის სანაპირო ზოლის მოწყობის სამუშაოები, რომელშიც 4.1 მილიონი ლარია გადახდილი, უხარისხოდ შესრულდა. თუმცა მერიამ სამუშაოები მაინც ჩაიბარა. შედეგად დაზიანებები მალევე გამოვლინდა. კომპანია "ანტ სტროი ლტდ 2016-ში", ირწმუნებიან, რომ აუდიტის დასკვნაში ნახსენები თანხა მათთვის არ გადაუხდიათ და ამ შემთხვევაში საუბარია სამშენებლო სამუშაოების პირველი ნაწილის შემსრულებელ კომპანიაზე.

ასევე, ფოთის მერიიდან სწორედ მალთაყვის სანაპიროს რეკონსტრუქციის პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია გაიტანა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მიმდინარე წლის მარტში, რაც მერიაშიც დაადასტურეს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.