გიორგი გახარია ენგურის ხიდზე იმყოფებოდა
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია,
სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და ზუგდიდის მერობის
კანდიდატი გიორგი შენგელია ენგურის ხიდზე იმყოფებოდნენ. მერობის
კანდიდატის საარჩევნი შტაბის პრესსამსახურის ინფორმაციით, ისინი სოფელ
რუხში და საოკუპაციო ხაზთან არსებულ მდგომარეობას გაეცნენ და
მიმდინარე გამოწვევების შესახებ ისაუბრეს.