ახალი ამბები
ზუგდიდის ბიბლიოთეკიდან გათავისუფლებული სასამართლომ სამსახურში აღადგინა
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის ბიბლიოთეკიდან გათავისუფლებული თანამშრომელი სამსახურში აღადგინეს. ამის შესახებ "ლაივპრესს" თავად ზეინაბ მორგოშიამ განუცხადა. მისი თქმით, ის ხვალ აპირებს ბიბლიოთეკაში მისვლას, სადაც მუშაობას კვლავ ძველ - მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე გააგრძელებს.

მისი თქმით, კომპენსაციის სახით 4 ათას ლარს მიიღებს. ამბობს, რომ 8 ათასი ეკუთვნოდა, თუმცა რაღაცებს ანგარიში გაუწია.

"უზენაესმა სასამართლომ საქმე დაუბრუნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს. ქუთაისმა მოსთხოვა ბიბლიოთეკას შეთანხმებაზე წასვლა. მოხდა შეთანხმება. ხელთ მაქვს სასამართლო გადაწყვეტილება. განცხადება ჩავაბარე დირექტორს და შრომითი ხელშეკრულება ხვალ მიფორმდება", - განმარტა ზეინაბ მორგოშიამ.

გათავისუფლებულის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა.

ქალაქ ზუგდიდის ბიბლიოთეკის ყოფილი თანამშრომლის ზეინაბ მორგოშიას განცხადებით, სამსახურიდან მაშინდელი მერის, მისი მოადგილის და საკრებულოს თავმჯდომარის მითითებით 2017 წლის ბოლოსთვის დაითხოვეს, რადგან მისი ქმრის, ალიოშა ალანიას მიმართ პირადი ინტერესები ამოძრავებდათ. მისი მტკიცებით, ის ერთადერთი თანამშრომელია, რომელსაც ახლადფორმირებულ ცენტრში ხელშეკრულება არ გაუგრძელეს პოლიტიკური ნიშნით.

ბრალდებებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები უარყოფენ.

ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ხელმძღვანელ მადონა მაქაცარიას თქმით კი, ყოფილი თანამშრომელი მერისადმი გაგზავნილი წერილის გამო არ დააბრუნა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში ორსართულიანი საცხოვრებელი
სახლი ნაწილობრივ დაიწვა.
17:49 / 14.10.2019
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი ნაწილობრივ დაიწვა.
რა დონეზეა მშვიდობის მშენებლობის სწავლება საქართველოში,
17:25 / 14.10.2019
რა დონეზეა მშვიდობის მშენებლობის სწავლება საქართველოში,
სადაც ხდება იმ ადამიანების შეწყალება, რომელზეც მთელი ქვეყანა მერე
დუღს, თუხთუხებს,
17:06 / 14.10.2019
სადაც ხდება იმ ადამიანების შეწყალება, რომელზეც მთელი ქვეყანა მერე დუღს, თუხთუხებს,
სასმელი წყლის მიწოდება ქალაქ გალს ერთი
13:37 / 14.10.2019
სასმელი წყლის მიწოდება ქალაქ გალს ერთი
ვიდეო
ბოტანიკური ბაღი გახსნამდე ერთი თვით ადრე [ვიდეო]
ზუგდიდის განახლებული ბოტანიკური ბაღი,
ბაღის იატაკი - საძინებელი თუ „მოსვენების კუთხე“?
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის საბავშვო ბაღში უარყოფენ ბრალდებას,
თხილი ხარისხით ფასდება [ვიდეო]
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.
27 წლის თვითნასწავლი ოსტატი ურთიდან [ვიდეო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში
ფოტო
გაფერადებული სვანეთი
სვანეთი წელიწადის ყველა დროს ლამაზია.
სპორტული მოედნები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრალურ უბნებში სპორტული მოედნების ნაწილი დაზიანებულია,
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მესტიელი გიდი ტურისტებს ქორულდის ტბებზე ეპატიჟება [ფოტო]
სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის „გაატარე ზაფხული
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.