ზუგდიდი ჯანსაღი ქალაქების ქსელში უნდა გაწევრიანდეს - სანდრა რულოვსი
სანდრა რულოვსის განცხადებით, ზუგდიდი ჯანსაღი
ქალაქების ქსელში უნდა გაწევრიანდეს. ამის შესახებ მან დემოკრატიული
ჩართულობის ცენტრში მიმდინარე შეხვედრაზე განაცხადა. მერობის
კანდიდატის თქმით, ახალგაზრდებისთვის დღეს მუნიციპალიტეტში გართობის
ძალიან ცოტა შესაძლებელია. ყველა ძირითადად თავს ტელეფონით ირთობს.
რულოვსის აზრით, ადამიანებს გართობა გარეთაც უნდა შეეძლოთ. მაგალითად,
იყოს კინო, მედიათეკა, სადაც ყველა მოახერხებს კომპიუტერული დისკების
გამოყენებას.
"მე მაქვს ძალიან ბევრი დისკი, რომელსაც დროებით სარგებლობაში გადავცემდი მედიათეკას. რაც შეეხება ჯანსაღი ცხოვრების წესს, უნდა იყოს მეტი სავარჯიშო ცენტრი. სკოლებში ბევრი რამ არის ამ მიმართულებით ჩასატარებელი. ბავშვებს უნდა ასწავლონ, რომ კბილის გახეხვა აუცილებელია, რომ მიიღოს ბოსტნეული, ისარგებლონ კიბეებით და არა ლიფტით. ვფიქრობ, აქტიურ ცხოვრებასთან ერთად, ნაკლებად იქნება სიგარეტის გამოყენება", - განმარტა მერობის კანდიდატმა.
სანდრა რულოვსი ახალგაზრდებს და არასამთავრო ორგანიზაციებს ხვდება. საუბარი შეეხება თემას, თუ რას გეგმავენ მერობის კანდიდატები ახალგაზრდების ქალაქში დასამაგრებლად.