სენაკში კლასიკური მუსიკის ფესტივალი გაიმართება
სენაკი კლასიკური მუსიკის ფესტივალს უმასპინძლებს.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მიზანი კლასიკური მუსიკის
პოპულარიზაცია და მოზარდი თაობის მისით დაინტერესებაა. ფესტივალის
ფარგლებში დასავლეთ საქართველოს სახელოვნებო და სამუსიკო სკოლების 2
ათასზე მეტ მოსწავლეს მოუსმენენ.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 18 ათას 540 ლარია.
ფესტივალი გაიხსნება მსოფლიოში აღიარებული კლასიკური ანსამბლის მონაწილეობით და გალა კონცერტით დაიხურება. სხვა დღეებში უნდა ჩატარდეს მინიმუმ 60 წუთიანი კონცერტები პოპულარული კლასიკური, ხალხური და საესტრადო შემსრულებლების და ჯგუფების მონაწილეობით.
ამასთან, ფესტივალი უნდა მოიცავდეს მსოფლიოში და საქართველოში გამოჩენილი მუსიკოსების კონცერტებს, მასტერკლასებს ხელოვნებათმცოდნეებთან, კომპოზიტორებთან, მინიმუმ 5 დღე, ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაში.
ფესტივალი 15 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით გაიმართება.