სანდრა რულოვსის თქმით, ზუგდიდის მერიამ მოხუცთა თავშესაფრის მოწყობაზე უარი უთხრა
გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ახალგაზრდებთან შეხვედრაზე
განაცხადა, რომ მას ზუგდიდში მოხუცთა თავშესაფრის მოწყობა სურდა,
თუმცა მერიამ უარი უთხრა.
„ცაიშში უნდა ყოფილიყო ქალთა თავშესაფარი, სადაც პირველ სართულზე მინდოდა მოხუცთა თავშესაფრის გაკეთება. პოლონელები მეხმარებოდნენ, მაძლევდნენ ამის თანხას, მაგრამ მუნიციპალიტეტში რომ გაიგეს მე ვიყავი ჩართული, უარი თქვეს. ეს არაკონსტრუქციული და პოლიტიზირებული დამოკიდებულებაა, რომელიც არის დამანგრეველი. თუ ედიშერ თოლორაიას მეუღლე მოვიდოდა ჩემთან და იტყოდა, რომ ასეთი პროექტი მაქვს, მე ასე არ მოვიქცეოდი“, - განაცხადა სანდრა რულოვსმა.
მოგვიანებით, მის პრესსამსახურში განმარტეს, რომ მერიას თავშესაფრის მოწყობაზე არა სანდრა რულოვსმა, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციამ მიმართა, თუმცა რომელმა, არ დაუკონკრეტებიათ.
თავის მხრივ, მერიაში აცხადებენ, რომ მათთვის მოხუცთა თავშესაფრის მოწყობის თხოვნით არც სანდრა რულოვსს და არც რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციას არ მიუმართავს.