ზუგდიდში წითელას 2-3 შემთხვევა ფიქსირდება დღეში - ჯანდაცვის ცენტრი
წითელას შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით, ზუგდიდის
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი
მოსახლეობას აცრების ჩატარებისკენ მოუწოდებს. ცენტრის ხელმძღვანელის,
ნანა ოდიშარიას განცხადებით, დღეში 2-3 შემთხვევა მაინც ფიქსირდება.
მისი ინფორმაციით, იანვრიდან დღემდე ზუგდიდში 500 ადამიანი
დაინფიცირდა.
„აუცილებელია აცრები ჩავიტაროთ, სანამ კიდევ არ დაემატება მსხვერპლი, სანამ კიდევ უფრო არ დაიძაბება სიტუაცია. სანამ ქვეყნის მასშტაბით არ ჩატარდება 350 ათასზე მეტი აცრა, მანამ ეს დაავადება არ შეჩერდება. წითელას დროულად შევაჩერებთ, თუ დროულად ავიცრებით“, - განაცხადა ნანა ოდიშარიამ. ის დღეს საკრებულოს სხდომაზე იმყოფებოდა და დეპუტატებს მოუწოდა აცრების ჩატარებისკენ.
მისი სიტყვებით, ხშირად ფიქსირდება წითელას გართულებული ფორმები, განსაკუთრებით მაღალი ასაკის პირებში. როგორც ნანა ოდიშარიამ აღნიშნა, აცრა ეხება ყველა ასაკობრივ ჯგუფს და მათ შორის იმ ადამიანებსაც, ვინც ვაქცინაცია ბავშვობაში უკვე ჩაიტარა.
განსაკუთრებით მოწყვლად კატეგორიას წარმოადგენენ 1 წლამდე ბავშვები და 20-40 წლამდე ასაკის პირები.
„დროულად რომ აცრილიყო მოსახლეობა წითელას ვირუსზე, დღეს არ გვექნებოდა ასეთი მსხვერპლი. მხოლოდ გასულ წელს 3 ბავშვი გარდაიცვალა“, - თქვა ნანა ოდიშარიამ.
ზუგდიდში წითელას აცრა კეთდება ხუთ სამედიცინო დაწესებულებაში: ბავშვთა პოლიკლინიკაში, იძულებით გადაადგილებულ პირთა პოლიკლინიკაში, ენ-ელ-აი-ს კლინიკაში, ინფექციურ საავადმყოფოში და რეფერალურ ჰოსპიტალში. აცრები უფასოა და როგორც ჯანდაცვის ცენტრში ირწმუნებიან, მაღალი ხარისხის.