ახალი ამბები
ეკატერინე ჭავჭავაძის სასახლის რეკონსტრუქციას ჩვენ დავაფინანსებთ - MGF
FaceBook Twitter
E-mail Print

ზუგდიდში, ეკატერინე ჭავჭავაძის სასახლის

რეკონსტრუქციას მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ფონდმა გაავრცელა. ეს მას შემდეგ, რაც "ლაივპრესმა" გამოაქვეყნა მასალა, რომ დადიანების სასახლის აღდგენისთვის თანხას "ქართუ" აღარ გამოყოფს.

მუნიციპალური ფონდის თქმით, ისინი სამეგრელო-ზემო სვანეთში ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამას ახორციელებენ. მათ შორის არის ბოტანიკური ბაღი, რომლის მშენებლობაც ზაფხულში უნდა დასრულდეს. ასევე, ბიბლიოთეკის და სპორტკომპლექსის მშენებლობა.

ჯერ კიდევ გუშინ, 2 მაისს მუნიციპალური განვითარების ფონდში გვითხრეს, რომ ზუგდიდის ისტორიულ არქიტექტურული მუზეუმის რეკონსტრუქციის პროექტი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან სულ რამდენიმე დღის წინ მიიღეს, რომელსაც ეცნობიან. მათივე განმარტებით, ამ ეტაპზე სხვას ვერაფერს გვეტყვიან.

რატომ შეიცვალა დაფინანსების წყარო კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში, ვერ აკონკრეტებენ.

დამატებით ინფორმაციას ვერც მუნიციპალური განვითარების მიერ გავრცელებულ დღევანდელ ინფორმაციაში წაიკითხავთ.

დამატებითი ინფორმაცია, ვინ და როდის დაიწყებს სასახლის რეკონსტრუქციას უცნობია მუზეუმის დირექტორისთვის.

დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის სრული რეკონსტრუქციის შესახებ დაპირება 2014 წელს გასცა ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში ყოფნისას, როცა ის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე იყო.

რაც შეეხება ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში 1 მარტს ჭერის ჩამონგრევისას დაზიანებულ ჭურჭელს, მისი აღდგენის პროცესი ეროვნული მუზეუმის რესტავრატორების ჩართულობით მიმდინარეობს. საქართველოს კულტურის სამინისტროს ცნობით, ექსპონატებისთვის პირვანდელი იერსახის დაუბრუნება საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და დაზუსტებით ვერ იტყვიან როდის დასრულდება.

ცნობისთვის, ფონდი "ქართუს" დამფუძნებელი ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია.




 

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა
ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის რვა ახალი
11:43 / 11.07.2020
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის რვა ახალი
ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში მყოფთა რიცხვი 14-ით
გაიზარდა.
10:42 / 11.07.2020
ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში მყოფთა რიცხვი 14-ით გაიზარდა.
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა. სულ
10:26 / 11.07.2020
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა. სულ
საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი
8-ით გაიზარდა.
10:23 / 11.07.2020
საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 8-ით გაიზარდა.
ვიდეო
 ზუგდიდელი სკეიტერები სავარჯიშო სივრცის ძიებაში [ვიდეო]
პიკასო, მაკო, ორი ნიკოლოზი და კიდევ სხვები, ახალგაზრდა სკეიტერები არიან და ზაფხულობით, ყოველ საღამოს იუსტიციის სახლის
ახალი ტურისტული ატრაქცია ნოქალაქევის სიახლოვეს [ვიდეო]
სენაკის სოფელ ბეთლემში, შემეცნებით-გასართობი ატრაქცია
ბიზნესი პატარძლების მოლოდინში [ვიდეო]
კორონავირუსის პანდემიის გამო მნიშვნელოვნად იზარალა
როგორ გადაურჩა თხილის კულტურა პანდემიას და რას ითხოვენ ფერმერები - [ვიდეო]
ფერმერები უკვე თანხმდებიან, რომ სწორად შეწამვლის შემთხვევაში
ენგურის ხიდი ისევ ცალმხრივად გაიხსნა [ვიდეო]
მარტში პანდემიის მიზეზით ჩაკეტილი ენგურის ხიდი ბოლო
ფოტო
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მზარეულის მაგიდა
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი მეგრული კერძი,
ესპანური სასმელი საახალწლოდ [ვიდეო]
ესპანური სანგრია, რომელიც სასიამოვნო გემოვნური თვისებებით
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.