თენგიზ ჯგუშია გამარჯვების შემთხვევაში ენგურის ხიდზე შტაბის გახსნას გეგმავს
ზუგდიდის მერობის კანდიდატი თენგიზ ჯგუშია გეგმავს,
გამარჯვების შემთხვევაში დევნილთა საკითხებთან დაკავშირებით, მერიაში
ახალი სამსახური შექმნას. ამბობს, რომ აფხაზეთის მთავრობა მათი
საჭიროებების მოსაგვარებლად არაფერს აკეთებს. ამიტომ, ამ ადამიანების
სოციალური პრობლემების ინვენტარიზაციისთვის 2-3 კაციან ჯგუფს
ჩამოაყალიბებს. ამით მან დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართული
შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე ახალგაზრდის კითხვას უპასუხა, რომელიც
დაინტერესდა, თუ რას გეგმავს მერობის კანდიდატი დევნილთა პრობლემების
მოსაგვარებლად. მათ შორის დასაქმების კუთხით.
თენგიზ ჯგუშიას თქმით, ის არ ჰყოფს ზუგდიდის მცხოვრებლებს იძულებით გადაადგილებულ პირებად და ადგილობრივებლად, ამიტომაც სამსახურის ჭრილში რაიმე ტიპის დიფერენცირებული მიდგომები არ უნდა იყოს.
მანვე აღნიშნა, რომ ენგურის ხიდზე მერიის მუდმივი შტაბი უნდა განთავსდეს.
"ჩემი მუდმივი შტაბი იქნება შემსვლელებისთვის და გამომსვლელებისთვის. მე კვირაში ერთ დღეს მინიმუმ იქ გავათენებ. ერთ ღამეს ჩემი მოადგილე. ერთ ღამეს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელი, რომ თითოეული ადამიანის პრობლემა ვიცოდე", - განმარტა მან.
ენგურის ხიდი საღამოს, თბილისის დროით 19:00 საათზე იხურება.
შეხვედრა ახალგაზრდებთან დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ინიციატივით გაიმართა. ასეთივე დისკუსია გაიმართა უკვე გაერთიანებული ოპოზიციის და "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატებთან.